ორშაბათი, 30.12.2024, 17:24
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 3 » დასავლეთიდან მომავალ მილიარდებს ინფლაციური ტალღა მოჰყვება
დასავლეთიდან მომავალ მილიარდებს ინფლაციური ტალღა მოჰყვება
16:14
საქართველოს მთავრობა დახმარების სახით დიდ თანხებს ელოდება. იმისათვის, რომ ომისაგან მიყენებული იარები მოიშუშოს და ზედმეტი პრეტენზიები არ გამოთქვას, დასავლეთი საქართველოს მილიარდებს ჰპირდება.

2 მილიარდი დოლარი - აშშ-საგან, 1 მილიარდი ევრო (ლამის 1,5 მილიარდი დოლარი) - ევროკავშირისგან, 750 მილიონი - სავალუტო ფონდისაგან, 300 მილიონზე მეტი - მსოფლიო ბანკისაგან. ცივილიზებული დასავლეთი საქართველოს წაგებული ომის საფასურს უხდის.

რამდენად სწრაფად შემოვა დახმარებები სხვა საკითხია, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ ღრმა კრიზისში ჩავარდნილი საქართველოს ეკონომიკა მოზღვავებულ ტრანშებს ვერ გაუძლებს და ქვეყანაში ინფლაციური პროცესები დაიწყება. ქვეყანაში ისედაც მაღალი ინფლაციაა და მისი კიდევ უფრო ზრდა, სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას გამოუვალ სიტუაციაში ჩააყენებს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ დასავლეთის ქვეყნებიდან წამოსულმა ფინანსურმა დახმარებამ ქვეყანაში, შესაძლოა, ინფლაციური პროცესები გამოიწვიოს. როგორც ნარმანიამ განაცხადა, თუ დასავლეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარება დევნილებისათვის ფულადი კომპენსაციის სახით გაიცემა, ამან ინფლაციური პროცესების სტიმულირება მოჰყვება.

ნარმანიას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მიერ გამოყოფილი ფინანსები ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის უნდა გამოიყენოს და ეს თანხები გრძელვადიანი აქტივების შექმნას უნდა მოახმაროს.

“ეს დახმარებები არა ერთბაშად, არამედ ნაწილ-ნაწილ მოდის და ამიტომ, ინფლაციის დიდ საფრთხეს არ ქმნის. თუმცა, ხელისუფლებას წინდახედულება მართებს. თუკი ის შემოსული ფულადი დახმარებების ნაწილს გამოიყენებს როგორც სოციალურ დახმარებას და დევნილებზე მას ფულადი ფორმით გასცემს, ინფლაციის რისკები მაღალი იქნება.

მთავრობა ამ თანხებს დაზიანებული ინფრასტრუქტურის, სახლების აღდგენისათვის თუ გამოიყენებს და ა.შ. ანუ, მას გრძელვადიანი აქტივების შექმნისთვის მოიხმარს, ასეთ შემთხვევაში ინფლაციის რისკები შედარებით დაბალი იქნება”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

გარდა უშუალოდ ფულადი დახმარებისა, ევროპა სხვა ეკონომიკურ თანამშრომლობასაც გვთავაზობს. თუმცა, ამ მხრივაც ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა ქვეყანამ ევროპისაგან მისაღები სარგო შეირგოს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ეკონომიკის რეანიმაცია და გარკვეულწილად ტრანსფორმაციაც, რადგან იგი ევროპულ მოდელთან შესაბამისობაში მოვიდეს.

დამოუკიდებელი ექსპერტის, ლადო პაპავას თქმით, თავისუფალი ვაჭრობისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ხელშეკრულებათა გაფორმებისთვის, საქართველოს ეკონომიკის ევროპულთან დაახლოებაა საჭირო. საქართველო ამჟამად მისდევს სინგაპურისა და ბახრეინის ეკონომიკურ მოდელს და იგი დიდად წარმატებულად ვერ ჩაითვლება.

პაპავა აცხადებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ასევე, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობდა და ევროკავშირის მხრიდან ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა ეკონომიკურ მოდელს უკავშირდებოდა.

ექსპერტის აზრით, საკმაოდ რეალისტურია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამ ორ საკითხზე დოკუმენტების გაფორმება. აღნიშნული ინიციატივები, ისევე როგორც ევროკავშირის იდეა დონორთა კონფერენციის გამართვის შესახებ, მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის კონფლიქტის შემდგომ პერიოდში.

Просмотров: 794 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz