|
Главная » 2008 » სექტემბერი » 13
დღეს, 13 სექტემბერს თბილისის აეროპორტიდან, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ლატვიის მთავრობის მხარდაჭერით 30 დევნილი ბავშვი რეაბილიტაციისა და დასვენების მიზნით იურმალის ერთ-ერთ საკურორტო ზონაში გაამგაზავრა.
ბავშვები, რომელთა ასაკი 11-დან 15 წლამდეა, იურმალის სარეაბილიტაციო ცენტრში 2 კვირის განმავლობაში დაისვენებენ.
ბავშვებს თან ახლავს სამი ფსიქოლოგი.
წაკითხულია: 931 |
თარიღი: 13.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის პოლიტიკის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ”ოფიციალური კიევის პოლიტიკა ორმხრივი ურთიერთობის გაუარესებასა და რუსეთის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”
”იძულებული ვართ, განვაცხადოთ, რომ ბოლო დროს უკრაინის ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ მეგობრული ნამდვილად არ არის. კიევის მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით ნათლად გამოვლინდა ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების დროს. ჩვენ ვერ გავიგონეთ სინანულისა და თანაგრძნობის სიტყვები ცხინვალის მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი მშვიდობისმყოფელების დაღუპვის გამო. უკრაინის პრეზიდენტი მხოლოდ ცდილობდა, სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა რუსეთისთვის დაეკისრებინა”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, სამინისტრო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ”კიევში დღეს არ საუბრობენ იმ ფაქტზე, რომ მძიმე შეიარაღებით ქართული არმიის მომარაგების გამო დაღვრილ სისხლზე ნაწილობრივ უკრაინაცაა პასუხისმგებელი”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, “ოფიციალური კიევის მიერ გატარებული კურსი, რომელიც ნატო-ში დაჩქარებულად გაწევრიანებას ისახავს მიზნად, 1997 წლის შეთანხმების სულისკვეთებას და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება”.
”თანაც ეს უკრაინელი ხალხის ნების წინააღმდეგ კეთდება. შემთხვევითი არ არის, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ამ საკითხის საყოველთაო რეფერენდუმზე გატანა არ სურს”, - აღნიშნავს ლავროვის უწყება.
წაკითხულია: 836 |
თარიღი: 13.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსმა ოკუპანტებმა და ჯავშანტექნიკამ ფოთი დღეს, დილის 08.00 საათზე დატოვეს. ნაბადის ბლოკ-საგუშაგოდან გავიდა ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი და სამი "ურალის" მარკის მანქანა. ჯავშანტრანსპორტიორებზე ფრიალებდა რუსეთის ფედერაციის დროშები.
"ურალის" მარკის მანქანები კი, ტრადიციულად, დატვირთული იყო ნაძარცვი ნივთებით, ავეჯით და საოფისე ტექნიკით.
ზუსტად 15 წუთის შემდეგ რუსულმა ჯავშანტექნიკამ. წყალგამყოფ ხიდთან, მე-7 კილომეტრზე მდებარე კიდე ერთი ბლოკ-საგუშაგო დატოვა. აქედან გავიდა 6 ჯავშანტრანსპორტიორი და ურალის "მარკის" ოთხი მანქანა. რუსებმა გასვლისთვის მზადება წუხელ, გვიან ღამით დაიწყეს. მათ აიღეს კონტეინერებიც, რომლებიც სანგრებში ჰქონდათ ჩაფლული და ღამის გასათევად იყენებდნენ.
წუხელ ნაბადის საგუშაგოზე რამდენიმე გასროლის ხმაც გაისმა. თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ოკუპანტები ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ.
ამასთან, უცნობია, უსაფრთხოა თუ არა ის ტერიტორიები, სადაც რუსები იყვნენ განთავსებული. ამ ტერიტორიებადმე მისასვლელი გზები გადაკეტილია და იქ გამნაღმველები დაიწყებენ მუშაობას.
წაკითხულია: 873 |
თარიღი: 13.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა განაცხადა, რომ სომხეთი უნდა ასრულებდეს მეზობლის და სტრატეგიული პარტნიორის ვალდებულებებს, როგორც რუსეთთან, ასევე საქართველოსთან მიმართებაში, - იუწყება სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური საიტი.
- ”ჩვენ უნდა ვასრულებდეთ ჩვენს ვალდებულებებს მეზობლებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. ვფიქრობ, ყველამ, ვინც ადევნებდა თვალს ჩვენს მოქმედებებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს, უნდა აღნიშნოს, რომ გულწრფელნი და სამართლიანები ვიყავით. ასე იყო ყოველთვის, ასე არის ახლა და, დარწმუნებული ვარ, ხვალაც ასე იქნება”, - აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სომხეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო საქართველო - მეზობელი ათასწლეულების განმავლობაში.
სარქისიანის განცხადებით, ყველაფერ ამაზე რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს სოჭში ესაუბრა, უახლოეს მომავალში კი, საქართველოში ჩასვლას და ქვეყნის პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს.
წაკითხულია: 862 |
თარიღი: 13.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რას იზამთ თქვენმა მეზობელმა უბადრუკი რომ გიწოდოთ? დავიჯერო, არ გეწყინებათ? თქვენ კი არა, ეს ჯონდისაც კი ეწყინება, მაგრამ არ წყინს ჟირინოვსკის, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები ყველაზე კარგად იცის.
დაახლოებით 1-თვიანი უქმობის შემდეგ, კვლავ გაიხსნა ქართული ინტერნეტფორუმების ფლანგმანი ფორუმ.გე, თუმცა სხვადასხვა ფორუმებზე გადანაწილებულმა ადამიანებმა ამ ხნის განმავლობაში ბევრი სხვა ინტერნეტ-ნავთსაყუდელი ჰპოვეს და ახალი ფორუმებიდან ფეხის მოცვლას ცოცხალი თავით არ აპირებენ.
Rekuso: “გახსოვთ ნოემბრის აქციების შემდეგ ”კოკა-კოლას” რომ აღარ ყიდულობდა ოპოზიციის მომხრე მოსახლეობა? ეხლა რა, გაგვიჭირდება? არ შევიძინოთ რუსული წარმოების საქონელი. მოწოდება მოსახლეობისადმი და არა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის. არ მოვითხოვთ ოფიციალურ აკრძალვას. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სამოქალაქო თვითშეგნება.
გასაგებია, რომ რუსული ბენზინის ბიზნესის ლობისტებს ვერ მოვერევით და ეს სახიფათო საქმეცაა, მაგრამ მოსახლეობისთვის რუსული საქონლის ბოიკოტირებისკენ მოწოდება, მე მგონი ღირსების საკითხია!”
დიახ, ეს ბრძოლის მეთოდია! ყიდი რუსულ არაყს? - ბოიკოტი შენს მაღაზიას! არ შემოვალ და არ ვიყიდი შენთან არაფერს. ეს ისეთივე პიარია, როგორც ცოცხალი ჯაჭვი და არანაკლებად იმუშავებს. სწორი რეკლამის შემთხვევაში, ამას შეიძლება მოჰყვეს რუსული ნაწარმის ბოიკოტი სხვა, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში...
შეეძლო თუ არა რუსეთის საოკუპაციო ჯარებს თბილისში შემოსვლა? – ამ თემაზე დღეს ბევრს საუბრობენ და მრავალი მოსაზრებაც არსებობს. ფორუმელი cocolina მიიჩნევს, რომ რუსეთის ჯარი დედაქალაქში ვერანაირად ვერ შემოვიდოდა.
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 830 |
თარიღი: 13.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
11 სექტემბერს ნავთობის ფიუჩერსებზე ფასების ვარდნა გაგრძელდა. ლონდონში, InterContinental Exchange Futures Europe-ზე Brent ნავთობის ფასი ექვსი თვის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დაეცა, ხოლო ვაჭრობისას მისი კოტირება მარტის შემდეგ პირველად ბარელზე 97 დოლარი მაჩვენებელზე დაეშვნენ.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange (NYMEX)-ზე ნავთობი WTI (Light Sweet) ფასი ხუთი თვის ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა, თუმცა მისი კოტირება 100 დოლ/ბარელზე შენარჩუნდა.
11 სექტემბრის ბირჟებზე ვაჭობისას NYMEX ფიუჩერსი Light, Sweet Crude Oil-მა 1 დოლარი და 71 ცენტი (-1,7%) დაკარგა და 100,87 დოლარი/ბარელზე მაჩვენებელზე დაეშვა (24 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებლია). IСE Futures Europe ოფიციალური IPE Brent Crude ფასი კი 1 დოლარი 33 ცენტით დაეცა (-1,4%) და 97,64 დოლარი/ბარელზე მაჩვენებლები შეჩერდა (ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 4 მარტის შემდეგ).
11 სექტემბერს, დოლარის გამზარების ზეწოლით ნავთობის ფასზე ვარდა გაგრძელდად. ნავთობის ბაზარზე აგრეთვე გავლე იქონია ინფორმაციამ, რომლის თანახმად აშშ-სა და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში ნავთობზე მოთხოვნის რაოდენობის შემცირებამ, რაც მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტემპების შენელებით არის გამოწვეული.
წაკითხულია: 955 |
თარიღი: 13.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა განაცხადა, რომ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილი გახდება.
ნამცეცა ანკლავის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ვერც კი მოასწრო დასავლეთის სახელმწიფოების დაშინება ამ განცხადებით, რომ კრემლი პროტესტით გამოვიდა და კოკოითი აიძულა თავისი სიტყვები უკან წაეღო.
სამხრეთ ოსეთი კრემლმა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ აღიარა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. მაგრამ კოკოითმა უკვე განაცხადა, რომ მისი მიზანი დამოუკიდებლობა არ არის. ამის ნაცვლად მან დასავლელ ჟურნალისტებსა და პოლიტოლოგებს განუცხადა, რომ მისი მიზანი იმ თანამოძმეებთან გაერთიანებაა, რომლებიც საზღვრის მეორე მხარეს ცხოვრობენ, ჩრდილოეთ ოსეთში, რაც სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანითაა შესაძლებელი.
- ”ჩვენ რუსეთის ფედერაციის ნაწილი გავხდებით,” - განაცხადა მან და დაამატა, რომ სამხრეთ ოსეთი არ იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ეს ნაბიჯი, თუ კი მართლა ასე მოხდებოდა, რუსეთის მიერ ძალისმიერი გზით სხვა ტერიტორიის ანექსიად აღიქმებოდა. რაც რასაკვირველია უკმაყოფილებას გამოიწვევდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკას და დასავლეთის ქვეყნებშიც, რომლებიც ისედაც შეშფოთებულნი არიან კავკასიაში მიმდინარე ცვლილებით.
მაგრამ კრემლმა დაუყოვნებლივ უარყო კოკოითის პრეტენზიები. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ვარშავაში ყოფნისას ჟურნალისტებს აუწყა, რომ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურს.
”სამხრეთ ოსეთს არ სურს სხვასთან შეერთება,” - განაცხადა მან, ”ისინი მიხვდნენ, რომ დამოუკიდებლობის გარეშე მათ არ შეუძლიათ თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.”
კოკო
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 876 |
თარიღი: 13.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რეზერვისტის ნაამბობი - სრულიად არასაიდუმლოდ 8 აგვისტოს, დილის 9 საათზე, რეზერვგამოვლილი ახალგაზრდები ყვითელ ავტობუსებში ჩაგვსხეს და ცხელ წერტილებში საბრძოლველად გაგვამზადეს. არავის უთქვამს, სად მივყავდით, რამდენი ხნით და რას ითხოდნენ ჩვენგან. ოცდაათამდე ვიქნებოდით. “კამანდირი” (როგორც მოგვიანებით შევარქვით) ახალგაზრდა იყო, თუმცა - ჩვენზე უფროსი ასაკისა, ამასთანავე, სამხედრო გამოცდილებისაც ჩანდა.
არ ვამბობ, რომ იდეალური განწყობა მაქვს, რაკი ცოცხალი გადავრჩი. ბრძოლას აზრი უნდა ჰქონოდა. იარაღი ხელში არასოდეს მჭერია და მოულოდნელად, ომში გამიწვიეს. წარმოიდგინეთ ჩემი და ჩემნაირი რეზერვისტი ბიჭების მდგომარეობა. ყველანი “კამანდირს” შევცქეროდით, მისგან ველოდით რჩევა-დარიგებებს. ის კი, როგორც შევამჩნიეთ, ჩვენზე მეტად იყო დაბნეული და გაოგნებული. ძალიან გვაინტრესებდა, სად ჩამოგვსხამდნენ, მაგრამ “კამანდირი” თვითონაც შეწუხებული ჩანდა და კითხვები არ დაგვიყრია.
იმდენად მძიმე დღეები გადავიტანე, ჩემს მდგომარეობაზე საფუძვლიანად დაფიქრებასაც ვერ ვასწრებდი. ჯერ კიდევ მგზავრობისას დავპანიკდით. ქართლში შევედით თუ არა, მაინცდამაინც, ჩვენს ყვითელ ავტობუსს გამოედევნენ - ან სეპარატისტები იყვნენ, ან რუსები. თუმცა, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გვიმსხვერპლებდა.
ავტობუსის იატაკს ვეკვროდით. ჩვენთან ერთად იყო “კამანდირი” - ჩვენსავით დაფეთებული და ფერდაკარგული. ღვთის განგებით, სროლებს გადავურჩით და გორის ერთ-ერთ სკოლას მივადექით. აქ ჩამოგვსხა “კამანდირმა” და ახალ ნაკადს უნდა მივხედოო, - იმავე ავტობუსში შებრუნდა. იმის შემდეგ აღარ მინახავს.
ამ შენობაში ვიყავით რამდენი
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 1044 |
თარიღი: 13.09.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|