რუსმა ოკუპანტებმა და ჯავშანტექნიკამ ფოთი დღეს, დილის 08.00 საათზე დატოვეს. ნაბადის ბლოკ-საგუშაგოდან გავიდა ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი და სამი "ურალის" მარკის მანქანა. ჯავშანტრანსპორტიორებზე ფრიალებდა რუსეთის ფედერაციის დროშები.
"ურალის" მარკის მანქანები კი, ტრადიციულად, დატვირთული იყო ნაძარცვი ნივთებით, ავეჯით და საოფისე ტექნიკით.
ზუსტად 15 წუთის შემდეგ რუსულმა ჯავშანტექნიკამ. წყალგამყოფ ხიდთან, მე-7 კილომეტრზე მდებარე კიდე ერთი ბლოკ-საგუშაგო დატოვა. აქედან გავიდა 6 ჯავშანტრანსპორტიორი და ურალის "მარკის" ოთხი მანქანა. რუსებმა გასვლისთვის მზადება წუხელ, გვიან ღამით დაიწყეს. მათ აიღეს კონტეინერებიც, რომლებიც სანგრებში ჰქონდათ ჩაფლული და ღამის გასათევად იყენებდნენ.
წუხელ ნაბადის საგუშაგოზე რამდენიმე გასროლის ხმაც გაისმა. თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ოკუპანტები ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ.
ამასთან, უცნობია, უსაფრთხოა თუ არა ის ტერიტორიები, სადაც რუსები იყვნენ განთავსებული. ამ ტერიტორიებადმე მისასვლელი გზები გადაკეტილია და იქ გამნაღმველები დაიწყებენ მუშაობას.
|