შაბათი, 21.12.2024, 15:23
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 13 » ინტერნეტ-ფორუმების მიმოხილვა: არა - ყოველივე რუსულს
ინტერნეტ-ფორუმების მიმოხილვა: არა - ყოველივე რუსულს
20:29
რას იზამთ თქვენმა მეზობელმა უბადრუკი რომ გიწოდოთ? დავიჯერო, არ გეწყინებათ? თქვენ კი არა, ეს ჯონდისაც კი ეწყინება, მაგრამ არ წყინს ჟირინოვსკის, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები ყველაზე კარგად იცის.

დაახლოებით 1-თვიანი უქმობის შემდეგ, კვლავ გაიხსნა ქართული ინტერნეტფორუმების ფლანგმანი ფორუმ.გე, თუმცა სხვადასხვა ფორუმებზე გადანაწილებულმა ადამიანებმა ამ ხნის განმავლობაში ბევრი სხვა ინტერნეტ-ნავთსაყუდელი ჰპოვეს და ახალი ფორუმებიდან ფეხის მოცვლას ცოცხალი თავით არ აპირებენ.

Rekuso: “გახსოვთ ნოემბრის აქციების შემდეგ ”კოკა-კოლას” რომ აღარ ყიდულობდა ოპოზიციის მომხრე მოსახლეობა? ეხლა რა, გაგვიჭირდება? არ შევიძინოთ რუსული წარმოების საქონელი. მოწოდება მოსახლეობისადმი და არა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის. არ მოვითხოვთ ოფიციალურ აკრძალვას. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სამოქალაქო თვითშეგნება.

გასაგებია, რომ რუსული ბენზინის ბიზნესის ლობისტებს ვერ მოვერევით და ეს სახიფათო საქმეცაა, მაგრამ მოსახლეობისთვის რუსული საქონლის ბოიკოტირებისკენ მოწოდება, მე მგონი ღირსების საკითხია!”

დიახ, ეს ბრძოლის მეთოდია! ყიდი რუსულ არაყს? - ბოიკოტი შენს მაღაზიას! არ შემოვალ და არ ვიყიდი შენთან არაფერს. ეს ისეთივე პიარია, როგორც ცოცხალი ჯაჭვი და არანაკლებად იმუშავებს. სწორი რეკლამის შემთხვევაში, ამას შეიძლება მოჰყვეს რუსული ნაწარმის ბოიკოტი სხვა, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში...

შეეძლო თუ არა რუსეთის საოკუპაციო ჯარებს თბილისში შემოსვლა? – ამ თემაზე დღეს ბევრს საუბრობენ და მრავალი მოსაზრებაც არსებობს. ფორუმელი cocolina მიიჩნევს, რომ რუსეთის ჯარი დედაქალაქში ვერანაირად ვერ შემოვიდოდა.

“რუსების მიერ თბილისის არდაკავება, განაპირობა ერთდროულად რამდენიმე ფაქტორმა:

1. ის, რომ რუსეთს თბილისისთვის ომის გამართვა ალბათ არც ჰქონია ჩაფიქრებული. რუსების გათვლა უფრო იყო სააკაშვილის და მისი ხელისუფლების იძულება, დაეტოვებინათ და ჩაებარებინათ დედაქალაქი. (თბილისიკენაც ამ მიზნით დაიძრნენ - მთავრობა უნდა შეეშინებინათ)

2. ქართული ჯარი ბრძოლისუნარიანი იყო და თბილისისთვის ბრძოლას შეძლებდა. ამ ჯარს აუცილებლად დაემატებოდა თბილისის მოქალაქეებიც - შესაბამისად რუსებისთვის ეს არ იქნებოდა გასეირნება

3. მეზობელი ქვეყნის დედაქალაქში შეჭრა და იქ ომის გამართვა ნამდვილად III მსოფლიო ომის პირას მიიყვანდა მსოფლიოს - ამ რეალობამ რუსეთი დააფრთხო, რუსეთი არის იმ ქალის როლში, რომელიც მუდმივად იმუქრება, აქა-იქ ძალის დემონსტრირებას ახდენს და ამით სურს საწადელს მიაღწიოს (და არა მუქარის სისრულეში მოყვანით)

4. ხუთი ქვეყნის ლიდერი საქართველოში იყო, ბუშმა კი ძალიან ნათლად განაცხადა რომ აშშ-სთან რუსეთს ძალიან ძალიან გაურთულდებოდა მდგომარეობა (ნუ, ამ შინაარსის განაცხადი ნიშნავს უკვე საომარ მზადყოფნას)”

თავის დროზე, ალბათ პრაღელებს, ბუდაპეშტელებს და ვარშაველებსაც ეგონათ, რომ რუსეთი მათ ქალაქში შესვლას ვერ გაბედავდა, მაგრამ გაბედა კიდეც და არაკაცობის ქარბორბალაც დაატრიალა.

გავიხსენოთ შევარდნაძის დრო... საწყისი ეტაპი - სერიოზული ნაბიჯები : “ტრუბა”, ყულევი, ახალი ფუნქცია დერეფნის და ავტომატურად ძალიან სწრაფად სვლა ნატოსკენ... რუსეთი ამ დროს სუსტი და ლოთი იყო, უფრო მეტად კორუმპირებული და დაშლის ზღვარზე იდგა. აბა ასეთი კარგი პერიოდის გამოუყენებლობა იქნებოდა? ეჰ...

Baudolino: “ყველაზე კარგი პერიოდი გავუშვით ხელიდან. საქართველოს შიგნით დიდი ხვეწნა-მუდარისა და ამერიკელების მზაობის მიუხედავათ, აღარ წავიდა ედიკა იმ ნაბიჯებზე, რაც აუცილებელი იყო საქმის მოსამთავრებლად. ჯარი არ შეიქმნა, რეფორმები არ დაიწყო. ანუ, მიუხედავათ სწორი საგარეო გეზისა, შევარდნაძემ ვერ მოახერხა სწორედ შიდა პრობლემების გადალახვა, რაც აუცილებელი იყო საგარეო საფრთხის თავიდან ასაცილებლად. არც ნება იყო მაგისი და შეიძლება გათვალა კიდეც, რომ უფრო სწრაფი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, ის გაღლეტილი ვანიაც დედას გვიტირებდა. მოკლედ, ავღანური სავაჭრო ქარავანივით ნელა მიდიოდა შევარდნაძე.

ზოგი ამას სიბრძნეს ეძახის, ზოგი - შეგნებულ მტრობას. მე არც ერთი მიმაჩნია სწორად, არც - მეორე. შევარდნაძეს წარსულში და მის მენტალობაში ჰქონდა პრობლემები. სადღაც შუაში გაიჭედა და იმიტომაც გაჭედეს მისმა მოსწავლეებმა და ყოფილმა პარტნიორებმა ორივე მხრიდან. შევარდნაძის წასვლა იმ დროს რუსებსაც აწყობდათ და ამერიკელებსაც. ორივეს თავისი გასაგები მოლოდინები ჰქონდა. ის თვალსაზრისი, რომ გარე პოლიტიკაში ჩვენნაირი ქვეყნისთვის კარგია, როცა ორ ფეხზე დგახარ და გარკვეული ბალანსირება შეგიძლია, ძირითადად სწორია, მაგრამ გარკვეულ დრომდე!”

ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსეთის მეორე პოლუსად ქცევის სერიოზულ მცდელობას. თუ რუსეთმა ვერ მოახერხა ზემძლავრ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, აუცილებლად დასუსტდება და დაიშლება. ვერ მოახერხა რუსეთმა თავის წინაისტორიის და შიდა პრობლემების (მათ შორის მენტალური) გამო თანამედროვე ნაციონალისტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ყველას კარგად ახსოვს რით დამთავრდა რუსეთში ლიბერალური ეპოქა.

ამ თემას დანარჩენი ფორუმელებიც ეხმაურებიან. საქართველოში ახლა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტად, რუსეთის ეკონიმიკა, უფრო სწორად კი, რუსეთის ეკონომიკის ნგრევა აინტერესებთ.

Gundo: “პუტინის დროს დაიწყო მათთვის ორგანული სისტემის რეანიმირება, ვერტიკალი გაძლიერდა, “ძლიერი ხელი” მოვიდა და ამოისუნთქა რუსეთმა. თან, ვოვამ ეკონომიკის თავისებური ლიბერალიზაციაც შეძლო, ნავთობდოლარებზე ააგო ძირითადად ეკონომიკა და დადგა მეორე მთავარი ეტაპიც. ახლა მათთვის აუცილებელია სატელიტური გარემოცვის, ე.წ. ზღუდის შექმნა. სწორედ ამიტომ, ნატოს გაფართოება აუცილებლად დაუნგრევს უკვე აშენებულსაც. ამიტომ, ვანია იბრძოლებს ბოლომდე.

რაც შეეხება ევროატლანტიკურ ქვეყნებს. ხშირად ისმის კითხვა - უღირს ამ ქვეყნებს რუსეთს ეჭიდავონ საქართველოს გამო? და მერე, საუბარია ენერგეტიკაზე და მის ალტერნატივებზე მხოლოდ. საქმე იმაშია, რომ საქართველოს გამო არავის არაფერიც არ უღირს. კითხვა ასე უნდა დაისვას - უღირს ევროატლანტიკურ გაერთიანებას მეორე პოლუსი, მეორე ზემძლავრი გაერთიანების წარმოქმნა? იქნება ეს მეორე პოლუსი უკვე მათი საფრთხის შემქმნელი? ამ შემთხვევაში პასუხი უფრო ნათელია.

კიდევ ერთი კითხვა ისმის ხშირად. შეუძლიათ თუ არა რუსეთის სერიოზული დატორმუზება? ამ ეტაპზე მართლაც რეალური პრობლემებია ევროპაშიც და ამერიკასთან ურთიერთობაშიც, მაგრამ რუსეთის პოზიციების გამკაცრებასთან ერთად ეს გაერთიანება აუცილებლად დაიბრუნებს ძველ სიმტკიცეს!”

ასე რა, შე კაცო! ძლივს არ გავიგე კარგი ამბავი ამ ბოლო დროს! თუმცა, ჩვენს ქვეყანაში “მოცახცახეებს” მაინც არაფერი გამოლევს...

ერთ-ერთი ფორუმელის მოსაზრებით, რუსეთის მიერ ატეხილი ამხელა ამბების და უბედურებების მთავარი მიზეზი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს მიერ რუსეთის მიღების დაბლოკვა იყო.

J_J: “თუ მეხსიერება არ მღალატობს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ჯერ კიდევ ედიკას დროს გავხდით და ნუ მიაწერთ მაგასაც პატივცემულ პრეზიდენტს. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ რუსეთის გააქტიურება სწორედ ამ ორგანიზაციაში რუსეთის მიღების ჩვენს მიერ დაბლოკვამ გამოიწვია, და არა ევროპასთან საქართველოს ინტეგრაციამ.

ნატოს საკითხი კი გაცილებით იოლი გადასაჭრელი იქნებოდა, ჩვენ რომ ევროკავშირთან ვიქნებოდით. და რა გამოვიდა? ჯერ დემოკრატიის დრო არ არის, ჯერ ნატო, მოვითმინოთ და მერე დემოკრატია. აწი უკვე მინიმუმ 4 წელი დემოკრატია არ იქნება ქვეყანაში, და არც ნატოს და ევროკავშირის მოკიაფე შუქები... თუ მთავრობა უკვე აღებულ კურს არ შეიცვლის და გააგრძელებს მხოლოდ საკუთარი სკამის გამყარებაზე ფიქრს”.

რუსეთი რომ “გაფარჩაკდება”, ამის ალიკა რონდელისა და ლევან ბერძენიშვილის გარდა, ფორუმელებსაც სჯერათ. ზოგს ეს ყველაფერი უბრალოდ დროის საკითხი ჰგონია.

Nebre: “რეალურად, რუსეთმა დაიწყო ნატოსთან კედლის მშენებლობა. ამგვარი კედელი უნდა ააგოს საქართველო-უკრაინით, თუკი ეს შერჩა - ოდნავ სულს მოითქვამს და დაიწყებს ირანს მოქოქავს. წავა ლათინური ამერიკის ამოქოქვა, ვენესუელა-ნიკარაგუა-ბრაზილიიის, ეგეც ნავთობის ექსპორტიორია და დაიწყება II პოლუსის გამაგრება.

ახლა ნუ მეტყვით იმას, რომ ამდენს მე ვხვდები და სარკოზი ვერა. 6 მილიარდ ევროსაც ალბათ იმიტომ გვაძლევენ რომ რუსეთის გავლენის ქვეშ დაგვტოვონ, არა? ევროპელები ცდილობენ თავისთვის' მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გააჩერონ რუსები. მოიგონ დრო და ჩამოყარონ სამოქმედო გეგმაც. ესენი რუსეთის სამართლებრივ და ეკონომიკურ “გაფარჩაკებაზე” იზრუნებენ. სამხედრო საკითხები კი აშშ-ს მიბარდება, მათ შორის საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და ნატოს საკითხებიც. აქ უკვე საინტერესოა თავად აშშ-ს რა ურჩევნია: ნატოს ეგიდით გვიმფარველოს თუ უშუალო სამხედრო ხელშეკრულებით დაგვიკავშიროს”.

ექვსი მილიარდი მართლაც რომ კარგი ფულია და როდესაც ამხელა თანხას გაძლევენ, ბაგეთაგან მადლობის მეტი რა უნდა დაგცდეს? დაღუპულ ქართველ მებრძოლებს და ბორჯომის გადამწვარ ტყეს რა ეშველება, თორემ...

Просмотров: 834 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz