ხუთშაბათი, 25.04.2024, 18:30
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 13 » რეზერვისტობა-მისჯილებს დეზერტირობას მიუსჯიან
რეზერვისტობა-მისჯილებს დეზერტირობას მიუსჯიან
04:31

რეზერვისტის ნაამბობი - სრულიად არასაიდუმლოდ
8 აგვისტოს, დილის 9 საათზე, რეზერვგამოვლილი ახალგაზრდები ყვითელ ავტობუსებში ჩაგვსხეს და ცხელ წერტილებში საბრძოლველად გაგვამზადეს. არავის უთქვამს, სად მივყავდით, რამდენი ხნით და რას ითხოდნენ ჩვენგან. ოცდაათამდე ვიქნებოდით. “კამანდირი” (როგორც მოგვიანებით შევარქვით) ახალგაზრდა იყო, თუმცა - ჩვენზე უფროსი ასაკისა, ამასთანავე, სამხედრო გამოცდილებისაც ჩანდა.

არ ვამბობ, რომ იდეალური განწყობა მაქვს, რაკი ცოცხალი გადავრჩი. ბრძოლას აზრი უნდა ჰქონოდა. იარაღი ხელში არასოდეს მჭერია და მოულოდნელად, ომში გამიწვიეს. წარმოიდგინეთ ჩემი და ჩემნაირი რეზერვისტი ბიჭების მდგომარეობა. ყველანი “კამანდირს” შევცქეროდით, მისგან ველოდით რჩევა-დარიგებებს. ის კი, როგორც შევამჩნიეთ, ჩვენზე მეტად იყო დაბნეული და გაოგნებული. ძალიან გვაინტრესებდა, სად ჩამოგვსხამდნენ, მაგრამ “კამანდირი” თვითონაც შეწუხებული ჩანდა და კითხვები არ დაგვიყრია.

იმდენად მძიმე დღეები გადავიტანე, ჩემს მდგომარეობაზე საფუძვლიანად დაფიქრებასაც ვერ ვასწრებდი. ჯერ კიდევ მგზავრობისას დავპანიკდით. ქართლში შევედით თუ არა, მაინცდამაინც, ჩვენს ყვითელ ავტობუსს გამოედევნენ - ან სეპარატისტები იყვნენ, ან რუსები. თუმცა, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გვიმსხვერპლებდა.

ავტობუსის იატაკს ვეკვროდით. ჩვენთან ერთად იყო “კამანდირი” - ჩვენსავით დაფეთებული და ფერდაკარგული. ღვთის განგებით, სროლებს გადავურჩით და გორის ერთ-ერთ სკოლას მივადექით. აქ ჩამოგვსხა “კამანდირმა” და ახალ ნაკადს უნდა მივხედოო, - იმავე ავტობუსში შებრუნდა. იმის შემდეგ აღარ მინახავს.

ამ შენობაში ვიყავით რამდენიმე დღე. ბეტონის იატაკზე გვეძინა. იშვიათად, საჭმლის საყიდლად გამოვდიოდით. მერე. წამოღებული ფული გაგვითავდა. მათხოვრობას ხომ ვერ დავიწყებდით?! ისე, ადგილობრივები სადაც დაგვინახავდნენ, საჭმელს სულ გვაწვდიდნენ - ჩვენი ბიჭები ხართ, საქართველოსთვის უნდა იბრძოლოთ, ღმერთი ჩვენსკენაა და სამშობლოდან ვერ გაგვაძევებენო, - ეს განწყობა ჰქონდათ იქაურებს.

პირველ დღეებში, ცოტა ვუკადრისობდით, მაგრამ უპატრონობითა და უჭმელობით დახოცვას, მოწვდილზე მადლობის თქმა ვამჯობინეთ. მერე იარაღი დაგვირიგეს და პირადი ნომრები მოგვცეს. თუმცა, მჭიდები არ დაურიგებიათ - შეზღუდული რაოდენობით ჰქონდათ. მივიღეთ მითითება, ბრძანების გარეშე დისლოკაციის ადგილი არ შეგვეცვალა. სახლში ვერ ვრეკავდით - სატელეფონო კავშირი არ იყო. ისღა დაგვრჩენოდა, განკარგულებისთვის მოგვეცადა.

ჩვენს ბიჭებს ნერვები დაწყვეტაზე ჰქონდათ. აგვისტოს შუა რიცხვები იყო. ისევ გორში, სკოლის შენობაში ვიყავით. დილით, რამდენიმე რეზერვისტთან ერთად, განადგურებულ ქალაქში გამოვედით. სამხედრო ფორმაში ჩაცმული შუახნის კაცი მოგვიახლოვდა. არ ვიცი, ვინ იყო, მაგრამ მაღალი რანგის სამხედრო ჩინოსნად შევიცანი. გვითხრა:

- “რას უყურებთ, აქ თქვენი ამოწყვეტით ქვეყანას არაფერი ეშველება, სჯობს, სახლებში დაბრუნდეთ. ასეთ სიტუაციაში თქვენისთანა გამოუცდელი ღლაპები, უბრალოდ, ჩაიხოცებიან. შენობაში შებრუნდით, იარაღი და პირადი ნომრები აიღეთ და რამენაირად თავს უშველეთ. ჩემს ნათქვამზე პასუხს ვაგებ, რიგითი სამხედრო არ გეგონოთ”.

ვინ იყო, არ დაუკონკრეტებია, სამწუხაროდ, არც ჩვენ ჩავაცივდით. რჩევის მოსმენის შემდეგ, გამოსავალის ძებნას შევუდექით. მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი დასავლეთ საქართველოში წამსვლელი ავტობუსით გავერიდეთ იქაურობას. თუმცა, პირადი იარაღისა და ნომრის წამოღება ვეღარ მოვახერხე.

ჩემები სწუხან - თუ დეზერტირობა დაგედო ბრალად, რა გეშველებაო, მაგრამ მიკვირს - რეზერვისტები მაინც არ იბრძოდნენ წინა ხაზზე და სამხედრო ჩინოვნიკის მითითებაზე პასუხს რატომ გვაგებინებენ? ამასაც არ დავეძებ. ისეთი ტერორი გამოვიარეთ და არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ ფრონტის ხაზზე დაღუპული ბიჭები მართლაც სამაგალითოები არიან. გავიგე, რამდენიმე რეზერვისტს საკუთარი ნებით არ დაუტოვებია ფრონტის ხაზი, ისინი ნამდვილი გმირები არიან.

შესაძლოა, ვინმემ დეზერტირობა დაგვწამოს, მაგრამ ყველაფერი მოგიყევით და თვითონვე განსაჯეთ, ამ ომში ჩვენი არმიის უდისციპლინობის გამო ვინ ვისზე მეტ-ნაკლებად დამნაშავე იყო. სანამ დეზერტირობას მოგვისჯიან, იმედია, ვითარებაში კარგად გაერკვევიან. ყოველ შემთხვევაში, უსამართლოდ პასუხისგებას არ ვისურვებდი.

Просмотров: 1014 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz