ხუთშაბათი, 18.04.2024, 23:12
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 13 » რუსეთი უარყოფს სამხრეთ ოსეთის თხოვნას შეერთებაზე
რუსეთი უარყოფს სამხრეთ ოსეთის თხოვნას შეერთებაზე
04:33
სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა განაცხადა, რომ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილი გახდება.

ნამცეცა ანკლავის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ვერც კი მოასწრო დასავლეთის სახელმწიფოების დაშინება ამ განცხადებით, რომ კრემლი პროტესტით გამოვიდა და კოკოითი აიძულა თავისი სიტყვები უკან წაეღო.

სამხრეთ ოსეთი კრემლმა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ აღიარა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. მაგრამ კოკოითმა უკვე განაცხადა, რომ მისი მიზანი დამოუკიდებლობა არ არის. ამის ნაცვლად მან დასავლელ ჟურნალისტებსა და პოლიტოლოგებს განუცხადა, რომ მისი მიზანი იმ თანამოძმეებთან გაერთიანებაა, რომლებიც საზღვრის მეორე მხარეს ცხოვრობენ, ჩრდილოეთ ოსეთში, რაც სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანითაა შესაძლებელი.

- ”ჩვენ რუსეთის ფედერაციის ნაწილი გავხდებით,” - განაცხადა მან და დაამატა, რომ სამხრეთ ოსეთი არ იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ეს ნაბიჯი, თუ კი მართლა ასე მოხდებოდა, რუსეთის მიერ ძალისმიერი გზით სხვა ტერიტორიის ანექსიად აღიქმებოდა. რაც რასაკვირველია უკმაყოფილებას გამოიწვევდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკას და დასავლეთის ქვეყნებშიც, რომლებიც ისედაც შეშფოთებულნი არიან კავკასიაში მიმდინარე ცვლილებით.

მაგრამ კრემლმა დაუყოვნებლივ უარყო კოკოითის პრეტენზიები. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ვარშავაში ყოფნისას ჟურნალისტებს აუწყა, რომ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურს.

”სამხრეთ ოსეთს არ სურს სხვასთან შეერთება,” - განაცხადა მან, ”ისინი მიხვდნენ, რომ დამოუკიდებლობის გარეშე მათ არ შეუძლიათ თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.”

კოკოითმა მოგვიანებით რუსულ საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსთან” საუბრისას უკან წაიღო სიტყვები:

- ”როგორც ჩანს, მე არასწორად გამიგეს. ჩვენ არ ვაპირებთ უარი ვთქვათ ჩვენს დამოუკიდებლობაზე, რაც კოლოსალური მსხვერპლის ფასად მოვიპოვეთ, სამხრეთ ოსეთი არ აპირებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას.”

მაგრამ მან აღიარა, რომ სამხრეთ ოსეთში ბევრი საუბროსბს ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებაზე რუსეთის შემადგენლობაში, და არავის არ შეუძლია აუკრძალოს მათ ამგვარი იდეები.

თავიდან კოკოითი ამბობდა, რომ ის უბრალოდ ცდილობდა ისტორიული უსამართლობის გამოსწორებას, რამაც ოსი ერი შუაზე გაყო. მან განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არ გამოიწვევდა რეგიონში დესტაბილიზაციას, არამედ იქნებოდა კრემლისადმი ერთგულების ფიცის შესრულება, რაც მისმა წინაპრებმა 1774 წელს მისცეს რუსებს.

რა მოტივებითაც არ უნდა ხელმძღვანელობდეს კოკოითი, ეს ნაბიჯი უეჭველად გაზრდიდა დაძაბულობას მაშინ, როცა საერთაშორისო საზოგადოებაში იმედი გაჩნდა, რომ კავკასიაში კრიზისი ნელდება.

ამ კვირას სარკოზის შუამავლობით გადაწყდა, რომ რუსეთი საბოლოოდ გაიყვანს თავის ჯარებს და ევროკავშირის 200 დამკვირვებელი ჩამოვა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას გააკონტროლებს.

თუმცა, ამის შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ აპირებს ორ თვითაღიარებულ რესპუბლიკაში 7’600 სამხედროს განთავსებას. გარდა ამისა, აშშ ამუშავებს გეგმას ქართული არმიის გადაიარაღების შესახებ, რომელიც ძლიერ დაზიანდა აგვისტოს მოვლენების დროს.

კოკოითის განცხადება, რომ ის აპირებს უარი თქვას დამოუკიდებლობაზე რუსეთთან შეერთების სასარგებლოდ, პირდაპირ ეწინააღმდეგება ბაღაფშის ზრახვებს. ბაღაფშმა განაცხადა, რომ მისმა პატარა ზღვისპირა რესპუბლიკამ გადაწყვიტა, სრული დამოუკიდებლობა მიიღოს საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მისი სუვერენიტეტი ჯერ-ჯერობით მხოლოდ რუსეთმა და ნიკარაგუამ სცნო.

ორივე რეგიონის ლიდერი მხოლოდ ერთ რამეში არიან ერთიანნი: არც ერთი და არც მეორე არანაირ მოლაპარაკებაზე არ მიდის მიხეილ სააკაშვილთან. ერთმაც და მეორემაც განაცხადა, რომ სანამ სააკაშვილი ხელისუფლების სათავეშია, არანაირი კომპრომისი შესაძლებელი არ არის.

- ”საქართველო აღარ უნდა ჩაებას ომში,” - აცხადებს ბაღაფში, ”ქართველები კარგად ცეკვავენ, კარგად თამაშობენ ფეხბურთს, მაგრამ ომი - მათი საქმე არ არის”.

Просмотров: 855 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz