პარასკები, 29.03.2024, 15:33
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 3 » New York Times: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-ს 8-9 მილიარდს სთხოვს
New York Times: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-ს 8-9 მილიარდს სთხოვს
19:47
ნიუ იორკ ტაიმსის” ახალ წერილში, რომელშიც ლაპარაკია საქართველოს ჯარის მდგომარეობაზე, ძალიან საინტერესო ადგილებს წავაწყდებით. სტატიის ავტორები არიან ჩივერსი, შანკერი და კლიფორდ ლევი ვაშინგტონიდან.

ამ სტატიაში ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს 29 წლის თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი რუსეთთან ხელახალ სამხედრო დაპირისპირებაზე ფიქრობს და ამისათვის ამერიკას დაახლოებით 8-9 მილიარდ დოლარს სთხოვს (Georgians Eager to Rebuild Army)

ამ დოლარებით მან თანამედროვე შეიარაღება უნდა იყიდოს, რომ შესძლოს და გაუმკლავდეს რუსულ ავიაციას, ასევე -მრავალრიცხოვანი ტანკების არმადას.

წერილში აგრეთვე წერია, რომ პენტაგონში ამბობენ - ”საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ამიტომაც ამერიკა საქართველოს დაეხმარება”. მაგრამ, მისცემს თუ არა კეზერაშვილს 8 მილიარდს, ეს ძალიან რთული სათქმელია.

სტატიის ავტორები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ თუმცა პრეზიდენტი სააკაშვილი ბევრს ტრაბახობს საკუთარი ჯარის საოცარი გაბედულებით, სხვადასხვა დიპლომატების ინფორმაციით, რუსული შეტევის დაწყების მერე ქართული ჯარის დიდმა ნაწილმა მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვა და გამოიქცა ბრძოლის ველიდან.

ნატოს ექსპერტები, სააკაშვილისგან განსხვავებით ამტკიცებენ, რომ ქართულ ჯარს დიდი რაოდენობის იარაღიც ვერ უშველის, რადგანაც არის სერიოზული სტრუქტურული პრობლემები.

ხაზს უსვამენ ჯარის დეზორგანიზაციას და იქვე აღნიშნავენ, რომ რუსული ჯარი სულ არ იყო შეიარაღებული უახლესი ტექნიკით, რომ ზოგიერთი ტანკი 60-იანი წლების გამოშვებისა იყო და შუა გზაზე გაფუჭდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქართველებმა დროზე ადრე დაყარეს ფარ-ხმალი.

სააკაშვილს მათთან საკუთარი ”მთავარსარდლობით” მოაქვს თავი და აცხადებს რომ თვითონ ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს.

New York Times აღნიშნავს რომ სააკაშვილმა გასცა ბრძანება, ქართულ ჯარს ცეცხლი გაეხსნა ცხინვალისათვის, თუმცა შემდეგ დაიწყო იმის მტკიცება, რომ მან ეს ბრძანება მხოლოდ რუსების შემოსვლის შემდეგ გასცა. ”ტაიმსის” თანახმად, ამის დამადასტურებელი საბუთი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი.

თავისთავად ის ფაქტი, რომ რუსეთს საქართველოს დაპყრობა ყოველთვის უნდოდა, საიდუმლო არავისთვის არ არის. თუმცა, სააკაშვილის არათანდმიმდევრული ტყუილები უკვე ხშირად ხვდება დასავლურ პრესაში.

გასულ კვირას ფარიდ ზაქარიას შოუში მასპინძელმა რამდენჯერმე გაუმეორა კითხვა სააკაშვილს: ”თქვენ დაიწყეთ თუ არა სროლა?” - თავის მხრივ სააკაშვილმა სცადა ამ კითხვაზე თავისებური სპინით გაეცა პასუხი - ”მე არ დამიწყია, ეს სროლა რუსებმა 200 წლის წინ დაიწყეს”, - აშკარა იყო რომ ფარიდ ზაქარიას ეს ისტორიულ-ლირიული გადახვევები მაინცდამაინც გულზე არ ხვდებოდა.

ის, რომ მთელი პროგრესული სამყარო რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ გამოდის, ეს ცხადია. ის, რომ საქართველომ მშვიდობიანად, ისე როგორც 1 სექტემბერს მოხდა, უნდა დაამარცხოს რუსული აგრესია, ესეც ცხადია. ბოლოსდაბოლოს თვით სააკაშვილმაც თქვა, ჩვენ ბოლოს მოვუღებთ რუსულ იმპერიალიზმსო.

მაგრამ, ეს თუ იმას ნიშნავდა, რომ კეზერაშვილმა კიდევ 8 მილიარდი დოლარი მიიღოს, მას მერე, რაღა თქმა უნდა, ნაწილი ჯიბეში ჩაიდოს და ნაწილითაც იარაღი იყიდოს, სულაც არ არის იმპერიალიზმთან ბრძოლა. ეს იმპერიალიზმის ხელშეწყობას უფრო ჰგავს.

სააკაშვილის არათანმიმდევრულობა კი სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება - იმდენად აშკარა რომ ხშირად მას ”მასხარად” მოიხსენიებენ.

საქართველოს ”თინეიჯერების” მთავრობა ”ომობანას” თამაშობს. უბედურება ისაა, რომ ამ ”ომობანას” თამაშს უდანაშაულო მოსახლეობა ეწირება.

თუმცა, დასავლეთში არის მეორე მოსაზრებაც: სააკაშვილი სულაც არ არის ბრიყვი, რომ ის შეგნებულად აკეთებს რუსეთის საქმეს – და ბოლოს უკვე სისხლისგან დაცლილ საქართველოს მიართმევს რუსეთს.

ეს უკვე ”ომობანა” კი არა, სერიოზული დანაშაულია. თუმცა, თუ ეს თამაში  მიდის, ამის შესახებ კეზერაშვილს ნამდვილად არაფერი ეცოდინება. მას ხომ 8-9 მილიარდი აქვს ”ასათვისებელი”.

Просмотров: 1035 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz