Главная » 2008»სექტემბერი»3 » იგორ გაუნი: "ევროკავშირის მოქმედების ტემპი და ერთსულოვნება საქართველოში კონფლიქტის წარმატებული მოგვარების იმედს იძლევა"
იგორ გაუნი: "ევროკავშირის მოქმედების ტემპი და ერთსულოვნება საქართველოში კონფლიქტის წარმატებული მოგვარების იმედს იძლევა"
20:07
საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლის იგორ გაუნის განცხადებით, "ბალკანეთის კონფლიქტისგან განსხვავებით, ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში ერთიანია". "ბალკანეთის კონფლიქტი 1957 წელს დაიწყო და 1995 წელს ევროკავშირის დადგენილებით დასრულდა, თუმცა მაშინ ევროკავშირი არ იყო ისეთი ერთსულოვანი, როგორც დღეს საქართველოსთან მიმართებაში" – განაცხადა გაუნმა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-სთვის მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში. მისივე თქმით, "ევროკავშირს ოთხი დღე დასჭირდა იმისათვის, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პოლიტიკური კლიმატი შეცვლილია და 1991 წლისა და 2008 წლის ევროკავშირს შორის დიდი განსხვავებაა". "კმაყოფილები უნდა ვიყოთ იმ ტემპებით, რომლითაც ევროკავშირი კონფლიქტის მოსაგვარებლად მოქმედებს. 90-იან წლებში ევროკავშირი არ იყო მზად ბალკანეთის კონფლიქტისთვის, თუმცა კონფლიქტის მოგვარება მაინც მოხერხდა, ეს კი იმის იმედს იძლევა, რომ საქართველოს რეგიონებთან დაკავშირებული კონფლიქტიც წარმატებით გადაიჭრება" - განაცხადა გაუნმა.