ევროპარლამენტი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის სოჭში ჩატარების გადაწყვეტილების გადახედვას შესთავაზებს.
ამის შესახებ ”რია-ნოვოსტი” ევროპარლამენტიდან წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მისი ინფორმაციით, საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტში შესატანი ის ცვლილებები, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს უყრის კენჭს, შეიცავს მიმართვას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისადმი:
- ”სერიოზულად იმსჯელოს იმაზე, არის თუ არა საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ წარმოებული პოლიტიკის გათვალისწინებით კვლავინდებურად საფუძვლიანი მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სოჭში გამართვის თაობაზე”.
|