თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
20:01
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის №4304 ბრძანების საფუძველზე, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ჭანკოტაძე დღემდე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების საარტილერიო ბრიგადის მეთაურად მსახურობდა. საარტილერიო ბრიგადის მეთაურად პოლკოვნიკი ვახტანგ მაისურაძე დაინიშნა. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის №573 განკარგულებით, მაიორი ზურაბ აგლაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების სარდლად დაინიშნა.