პოლიტოლოგ ზურაბ დავითაშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას საქართველოში მოსკოვის მოქმედებებთან დაკავშირებით მსოფლიოს რუსეთისაგან მომავალი რეალური საფრთხე დაანახა.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა საკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან იმის მაქსიმუმი თქვა, რისი თქმაც შეიძლებოდა, მთელ მსოფლიოს ნათლად დაანახა, რომ თუ რუსეთის მიერ საქართველოში გადადგმული აგრესიული ნაბიჯები, აგრესია და ქვეყნის ტერიტორიების ანექსია დაუსჯელი დარჩა, მსოფლიოს, რუსეთის სახით, რეალური საფრთხე ემუქრება.
დავითაშვილის აზრით, გაეროს ასამბლეა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გატარებული აგრესიული პოლიტიკასთან დაკავშირებით სპეციალურ რეზოლუციას მიიღებს, რომელშიც მოსკოვის მოქმედებები დაგმობილი იქნება და ცალსახად მოუწოდებს რუსეთს შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით მოძებნოს სამართლიანი გამოსავალი.
|