საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახში დაპირისპირებაა. რამდენიმე დღის წინ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებული პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია დედას, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას დაუპირისპირდა.
ინციდენტი მანანა არჩვაძე-გამსახურდიას საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ვითარება დაიძაბა. გამსახურდიების ოჯახში დაპირისპირებას მანანა არჩვაძე-გამსახურდიას და ლელე არჩვაძეც ესწრებოდა.
დედა-შვილს შორის დაპირისპირების მიზეზი “კოლხურ კოშკთან” მდებარე მიწის ნაკვეთები გახდა, რომელიც ცოტნე და გიორგი გამსახურდიებს ეკუთვნით. “პირველის” ინფორმაციით, მანანა არჩვაძემ ცოტნე გამსახურიდას ერთ-ერთი ნაკვეთის დაკანონებასა და გაყიდვაზე უარი უთხრა, რის გამოც ცოტნე გამსახურდიამ დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებული მანანა არჩვაძე კი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ასევე ნაცემია მისი და ლელე არჩვაძე.
აღნიშნულ ინფორმაციას ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ქეთი ბექაური არ ადასტურებს. ცოტნე და მანანა გამსახურდიებთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
|