ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნდება.
ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროეტის ერთ-ერთმა ავტორმა პავლე კუბლაშვილმა ისაუბრა.
”რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა ადამიანი იქნება საქართველოს მოქალაქე და მათ, ვისაც სეპარატისტული ხელისუფლება რუსეთის პასპორტების აღებას აიძულებს, საქართველოს მოქალაქეობა არ ჩამოერთმევა. წარმოდგენილი კანონპროექტი ჯერ-ჯერობით არ ითვალისწინებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას, მაგრამ პროექტს შესაბამისი მუხლები აიცილებლად დაემატება და აღნიშნული საკითხი კანონით განისაზღვრება” - განაცხადა კუბლაშვილმა.
|