შაბათი, 21.12.2024, 15:09
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 24 » ”მეორე ვარდების რევოლუცია”
”მეორე ვარდების რევოლუცია”
14:52

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა. შეხვედრა, რომელიც ნიუ-იორკში მიმდინარეობდა ამერიკის, საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებიც მონაწილეობდნენ. სესიაზე პრეზიდენტებმა რუსული აგრესიის შესახებ ისაუბრეს. რა თქმა უნდა, აგვისტოში განვითარებული მოვლენები და რუსეთის ქმედებები იყო მიხეილ სააკაშვილი გამოსვლის მთავარი თემაც.

საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოს მოუწოდა, განახორციელონ შემდეგი პრინციპები:

1.უარი თქვან დუმილზე;
2.არაღიარების პოლიტიკა;
3.ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება;
4.კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის პროცესის მნიშვნელობის გაზრდა;

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს მოვლენებს "მეორე ვარდების რევოლუცია" უწოდა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ესაა ” მეორე ვარდების რევოლუცია”, ანუ პასუხი რუსეთის აგრესიაზე. ამ აგრესიაზე პასუხი იქნება, რომ საქართველო იქნება უფრო მეტად ძლიერი და მეტად დემოკრატიული, ვიდრე არასდროს. საქართველო გახდა თავდასხმის ობიექტი იმიტომ, რომ არის წარმატებული დემოკრატია მსოფლიოს იმ ნაწილში , რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ  შევებრძოლებით ამ აგრესიის აჩრდილსა და ავტორიტარიზმს ყველაზე ძლიერი იარაღით, რომელიც გაგვაჩნია ჩვენს არსენალში. დავიცავთ თავისუფლებას ჩვენს საზღვრებში. ეს ფაქტი სხვა არაფერია, თუ არა მეორე ვარდების რევოლუცია. თუ პირველ შემთხვევაში (2003 წლის ნოემბერი) ჩვენ დავუპირისპირდით საშიშროებას , რომელიც  გამოიწვია ქვეყნის შიგნით არსებულმა კორუფციამ, მეორე შემთხვევაში (2008 წლის აგვისტო) განისაზღვრება საერთაშორისო წესრიგის უნარიანობა. ”

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, ომის დაწყების მიზეზების გამოძიებას ხელი არ შეუშალოს.

”მსოფლიოში ძალიან ბევრს აინტერესებს, ვინ დაიწყო ეს ომი და შეიარაღებული დაპირისპირება. სწორედ ამიტომ ჩვენ მივესალმებით გამოძიების ჩატარებას და ამასთან, მეორე მხარეს მოვუწოდებთ, არ შეუშალოს ხელი და პირიქით, ითანამშრომლოს გამოძიებასთან,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიაზე  სიტვით გამოსვლისას.

მან პირობა დადო, რომ საქართველოს ყველა ქმედება გამჭვირვალე იქნება: ”ჩვენ ჩვენი ქვეყნისა და მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ვადლებულება გვაქვს აღებული, ვიყოთ უფრო გახსნილები და გამჭვირვალეები. როდესაც ეს შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, მე განვაცხადე, რომ ფატრთომასშტაბიანი გამოძოიება უნდა ჩატარებულიყო. სწორედ ასე იქცევა ყველა დემოკრატიული სახელმწიფო. როდესაც ჩვენ იარაღით გვიპირისპირდებიან, ჩვენ მათ ღირებულებებით ვუპირისპირდებით,”- დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო: ”ჩემი მთავრობა მთელი სისწრაფით განახორციელებს ახალი დემოკრატიის ინიციატივებს , რაც ჩამოყალიბდება ”მეორე ვარდების რევოლუციაზე”. მე გპირდებით, რომ საქართველო იქნება უფრო ძლიერი და უფრო დემოკრატიული , ვიდრე არასდროს. ჩვენ ვიქნებით უფრო უკეთეს სიტუაციაში და ჩვენ წვლილს შევიტანთ კოლექტიური უსაფრთხოებისა და განვითარების სფეროში.”

Просмотров: 830 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz