გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში აფხაზურ შეიარაღებულ ფორმირებებსა და რუს სამხედროებს შეტაკება მოხდა, რომლის შედეგადაც ორი აფხაზი დაიღუპა, ოთხი რუსი ჯარისკაცი კი, მძიმედ დაიჭრა.
აფხაზური ფორმირებების წევრები ჭუბურხინჯში ერთ-ერთი ქართველის ოჯახში შეიჭრნენ და ალკოჰოლური სასმელი მოითხოვეს. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა აფხაზებმა უმისამართო სროლა დაიწყეს და რამდენიმე ტყვია რუსულ ჯავშანტრასპორტიორს მოხვდა. რუსებმა დამატებითი ძალები გამოიძახეს და აფხაზებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. ურთიერთსროლის შემდეგ, აფხაზები ჭუბურხინჯიდან გაიქცნენ.
დაღუპულები არიან ე.წ. გუდაუთის ბატალიონის წევრები ვინმე ვიტალი აშუბა და სერგეი ოზგანი.
|