ორშაბათი, 30.12.2024, 17:40
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 24 » რუსეთი სატელიტებს არ ინდობს
რუსეთი სატელიტებს არ ინდობს
20:23
ზამთრის მოახლოება როგორც კი იგრძნო, რუსეთმა დიდი საგაზო თამაშები წამოიწყო. რა თქმა უნდა, კრემლი ამ საკითხში არავის დაზოგავს, მით უმეტეს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკამ სერიოზული ზარალი განიცადა.

პირველ რიგში, “გაზპრომი” ყოფილ საბჭოეთის რესპუბლიკებს დაუტრიალდება. თუკი ყველაფერმა უპრობლემოდ ჩაიარა, შემდეგი შტურმი ევროპაზე იგეგმება. ჯერჯერობით მოსკოვი ბებერ კონტინენტთან მიმართებაში არას ამბობს, რადგან მას შერყეული რეპუტაციის აღდგენა სჭირდება.

რუსეთში კარგად იციან, რომ საკუთარი მხარდამჭერები არ უნდა დაზოგო, რათა სხვები უფრო დაშინდნენ. ამიტომაც, პირველი დარტყმა სომხეთმა მიიღო. 2009 წლის 1-ლი აპრილიდან სომხეთი 1000 კუბურ მეტრ რუსულ გაზში 154 აშშ დოლარს გადაიხდის, რაც ახლანდელ ფასს 40 პროცენტით აღემატება.

“არმროსგაზპრომის” გენერალური დირექტორის კარენ კარაპეტიანის თქმით, 2010 წელს ფასი გაზზე თითქმის 50 აშშ დოლარით გაიზრდება და 100 კუბურ მეტრზე 200 აშშ დოლარს მიაღწევს. 2008 წლის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “გაზპრომი” სომხეთისთვის გაზის ფასის 156 აშშ დოლარამდე გაზრდას გეგმავდა, რაც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში არ გაიზრდებოდა.

კრემლი ევროპის გაღიზიანებას პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, მოერიდება. თუმცა, ბუნებრივი აირის შესაძლო გაძვირების შესახებ პირველი გზავნილები ევროპამ ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს ომამდე მიიღო. თუკი ამ “მესიჯებით” ვიმსჯელებს, 2011 წლისათვის “გაზპრომის” ტარიფმა ევროპისათვის, შესაძლოა, 1 კუბური მეტრი გაზისათვის 500 დოლარიც კი შეადგინოს.

ევროპა თანდათან უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება რუსულ აირზე. ამჟამად კონტინენტი 500 მილიარდ კუბურ მეტრ აირის მოიხმარს. აქედან რუსული გაზის წილი თითქმის მესამედია (150 მლრდ კუბური მეტრი). 2016 წლისათვის ევროპის მოთხოვნა 600 მილიარდი იქნება, ხოლო რუსეთის წილი 50%-მდე გაიზრდება, რადგან შიდაევროპული მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდება.

რუსული საგაზო შანტაჟისაგან არც საქართველოა დაზღვეული. მართალია, ამჟამად, ისევე როგორც შარშან, ბუნებრივი აირით აზერბაიჯანი გვამარაგებს, მაგრამ მხოლოდ ერთ მომწოდებელზე დაყრდნობა, საიმედო არ არის. ამიტომაც საქართველოში დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა გაზსაცავის მშენებლობაზე, რომელიც ქვეყანას ფორსმაჟორული სიტუაციის დროს წაადგება.

რუსული აგრესიის შემდეგ გაზსაცავის თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ამიტომაც საცავის მშენებლობისათვის მოსამზადებელ შესწავლისათვის ამერიკული კომპანია “გუსტავსონ ასოშიეტი” საქართველოში გამოემართა და საქმიანობაც დაიწყო.

საქართველოს ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი აბდუშელიშვილის თქმით, ეს კომპანია გაზსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებულ ძველ დოკუმენტაციას შეისწავლის და მის ანალიზს გააკეთებს. მომზადდება ე.წ. ტექნიკური დავალება. “გუსტავსონ ასოშიეტის” წარმომადგენლები მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

კომპანია მუშაობას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაასრულებს, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება გაზსაცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროცესზე გადასვლა. ამ დროისთვის გაზსაცავის მშენებლობისთვის რუსთავსა და ნინოწმინაში მდებარე ტერიტორიები განიხილება.

წინასწარ შესწავლას საქართველოს ათასწლეულის ფონდი აფინანსებს. თავად სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, უცხოეთიდან მიღებული ფინანსური დახმარებით ან ევროობლიგაციებიდან მიღებული შემოსავლების მეშვეობით წარიმართება.

Просмотров: 902 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz