Главная » 2008»სექტემბერი»17 » ბაღაფშმა კრემლის წინაშე “დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს” აშენების პირობა დადო
ბაღაფშმა კრემლის წინაშე “დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს” აშენების პირობა დადო
20:49
ბაღაფშმა კრემლის წინაშე “დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს” აშენების პირობა დადო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა დღეს კრემლში “დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს” აშენების პირობა დადო. როგორც ბაღაფშმა რუსეთს, აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის “მეგობრობის ხელშეკრულების” ხელმოწერის ცერემონიალის დასრულების შემდეგ განაცხადა, “იგი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს”. “ჩვენ ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო ავაშენოთ, რომელშიც ომისთვის ადგილი არ იქნება, პატარა ერის ყველა უფლება და თავისუფლება იქნება დაცული. ამის გარანტი ჩვენ ვიქნებით ჩვენი სიცოცხლითა და ჩვენი კონსტიტუცით”, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა. ამასთან, ბაღაფშმა რუსეთს “ხალხებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი” უწოდა და მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა.