ორშაბათი, 30.12.2024, 17:24
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 17 » ოპოზიციური პარტიებისთვის შეწვეტილი საბიუჯეტო დაფინანსების აღდგენას და გაზრდას საჭიროდ აკაკი მინაშვილიც მიიჩნევს
ოპოზიციური პარტიებისთვის შეწვეტილი საბიუჯეტო დაფინანსების აღდგენას და გაზრდას საჭიროდ აკაკი მინაშვილიც მიიჩნევს
20:50
ოპოზიციური პარტიებისთვის შეწვეტილი საბიუჯეტო დაფინანსების აღდგენას და გაზრდას საჭიროდ აკაკი მინაშვილიც მიიჩნევს ოპოზიციური პარტიებისთვის შეწვეტილი საბიუჯეტო დაფინანსების აღდგენასა და კანონით განსაზღვრული პარტიების საბაზისო დაფინანსების გაზრდას საჭიროდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე აკაკი მინაშვილიც მიიჩნევს. როგორც დეპუტატი აცხადებს, პრეზიდენტის ეს ინიციატივა ~საქართველოში პოლიტიკური კულტურის განვითარებას უზრუნველყოფს~. ~თუ რიგ პარტიებს შეწყვეტილი საბიუჯეტო დაფინანსება აღუდგებათ და ამასთან, გაიზრდება საბაზისო დაფინანსების მოცულობაც, პოლიტიკურ ჯგუფებს მათთვის საჭირო კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ. გარდა ამისა, ეს ხელს შუწყობს პარტიების ახალგაზრდული ფრთების განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში პოლიტიკური კულტურის ამაღლებუსკენ გადადგმული ნაბიჯია~ - განუცხადა ~პირველს~ მინაშვილმა. რიგი ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება ახალი პარლამენტის მიერ პირველივე სხდომებზე იქნა მიღებული. ~მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას შეუწყდა, რომელთა წევრებმაც საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს და პარლამენტის შემადგენლობა დატოვეს. აღნიშნული ცვლილება იმ პოლიტიკურ პარტიებსაც ეხება, რომელთა წევრები თავად პარტიის შემადგენლობას ტოვებენ. მოქმედი კანონმდებლობით, ყველა ის პარტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე 4%-იანი ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 3% -იანი ბარიერი გადალახა, საბაზისო დაფინანსებას ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარის ოდენობით იღებს. 150 ათასს ემატება დაფინანსების კიდევ ორი კომპონენტი, რომელიც განსაზღვრულია ამომრჩეველთა მხრიდან მიღებული ხმების პროპორციულად და საპარლამენტო მანდატების რაოდენობის მიხედვით.
Просмотров: 786 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz