კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით ურდულების შესაცვლელად, დღეს და ხვალ ჩატარდება მიწის გათხრითი სამუშაოები "ორთაჭალჰესთან".
სამუშაობი ჩატარდება ხეივნის ქუჩის მხარეს და კრწანისის მოედანზე, "ლუკოილის" ბენზინგასამართი სადგურის წინ. ამის გამო დღეს, 11.00 საათიდან, გაზმომარაგება შეუწყდება რუსთაველის გამზირს – ჯორჯიაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე; პუშკინის, სანაპიროს, ბარათაშვილის ქუჩებს; ორბელიანის (კოლმეურნეობის) მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებს; გორგასლის ქუჩას - აბანოთუბნიდან კრწანისის მოედნამდე, ხარფუხის უბანს, გრიშაშვილის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებს. გაზის ჩართვა დაიწყება 19 სექტემბერს.
"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას.
|