Главная » 2008»სექტემბერი»17 » თემურ ხაჩიშვილი ამჯერად მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ემუქრება
თემურ ხაჩიშვილი ამჯერად მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ემუქრება
20:51
ტერორიზმში ბრალდებული თემურ ხაჩიშვილი ამჯერად მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ემუქრება და აცხადებს, რომ “თანამებრძოლებთან ერთად მას ქვეყნის სადავეებს დემოკრატიული გზით ჩამოაშორებს”. “საქართველოს მთავრობას და მის ამერიკელ მრჩეველებს ომი სურდათ, ქართველ ხალხს კი რუსეთთან მეგობრობა სურს. ხალხის ამ სურვილს წინ ვერავინ აღუდგება და მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად შევეცდები, სააკაშვილის ხელისუფლება ქვეყნის მართვას დემოკრატიული გზით ჩამოვაშორო”, - განაცხადა ხაჩიშვილმა გერმანული გამოცემა “შპიგელთან” ინტერვიუში. ამასთან, ის ექსპ-რეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტსაც იხსენებს და აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება გაყალბებული იყო და პოლიტიკურ დისკრიმინაციას ისახავდა მიზნად. საგულისხმოა, რომ გვრცელებული ინფორმაციით, გავლენიან გერმანულ გამოცემა “შპიგელს” რუსული “გაზპრომი” აფინანსებს.