შაბათი, 27.04.2024, 06:49
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » სექტემბერი » 17 » როდის ასრულდება ზბიგნევ ბზეჟინსკის წინასწარმეტყველება
როდის ასრულდება ზბიგნევ ბზეჟინსკის წინასწარმეტყველება
15:45
რუსეთ-საქართველოს ომამდე, ამერიკის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებები არსებობდა. პოლიტიკურ ექსპერტთა დიდი ნაწილი საქართველოს, როგორც “მომავლის კოზირს” განიხილავდა. საქართველოს დასავლეთთან სრულ ინტეგრაციას მხოლოდ გრძელვადიან პერიოდში ვარაუდობდნენ.

ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პარტნიორად არ თვლიდნენ “უმართავ კავკასიაში”, მაგრამ სპარსეთის ყურის, კორეის ნახევარკუნძულისა და ირანის პრობლემებში გახლართულ აშშ-ს ბოლო ეტაპამდე არ ჰქონდა “ფუფუნება”, პოლიტიკური რესურსების სოლიდური ნაწილი კავკასიისკენ გადმოესროლა.

“რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია”
ცნობილი პოლიტიკური ექსპერტი, “ამერიკული პოლიტოლოგიის მამად” წოდებული ზბიგნევ ბზეჟინსკი ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს აცხადებდა, რომ ჩრდილოურ მონსტრს მხოლოდ სიცბიერისა და ძალის ფასი ესმის და ამიტომ, რუსეთთან კავკასიის საკითხზე მოლაპარაკება შეუძლებელი იყო.

ბზეჟინსკი ძალიან კარგად იცნობს რუსი პოლიტოლოგების კვლევებს და იცის, რომ დუგინითა და მიტროფანოვით დაწყებული, პრაქტიკულად, ყველა რუსი პოლიტოლოგი საქართველოს “ახალრუსული იმპერიის” შემადგენლობაში განიხილავდა. დუგინი ამ საკითხში უსაზღვროდ შორსაც კი წავიდა და თავის ერთ-ერთ ე.წ. ნაშრომში - “სამხრეთის საკითხებისადმი” დაწერა: “კავკასიისა და კონკრეტულად, საქართველოს გარეშე რუსეთის მომავალი წარმოუდგენელია. რუსეთს თურქულ-ამერიკული წინსვლის შეჩერება მხოლოდ კავკასიაზე კონტროლის აღდგენით შეუძლია და თუ ეს კონტროლი ვერ განხორციელდა, რუსეთის მომავალი ძალიან ბუნდოვანი გახდება”.

ფაქტია, რომ ხუთდღიანმა ომმა სამაჩაბლოში, პრაქტიკულად, შეცვალა ახალი მსოფლიო წესრიგის ძირითადი ასპექტები. გამოჩნდა მსოფლიოს ახალი გადანაწილების პერსპექტივა. ახლა მთავარია, რა როლს მიანიჭებს საქართველოს ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი; როგორ მოვახერხებთ ამ წესრიგში თავის დამკვიდრებას; აიწევს ჩვენი ხარისხი თუ ისევ დავრჩებით იმავე მდგომარეობაში.

“აშშ-ს ყველა უფლება აქვს, რუსეთს სათანადო პასუხი გასცეს”
ამერიკელმა პოლიტოლოგებმა ისიც კარგა ხნის წინ იცოდნენ, რომ კავკასიაში რუსეთი 2000-იანი წლების დასაწყისში სიტუაციას აუცილებლად გაამწვავებდა და ამერიკის ხელისუფლებას სათანადო ყურადღებისკენ მოუწოდებდნენ. ბუნებრივია, ისმის კითხვა: თუკი რუსეთის აგრესია ადრევე იყო პროგნოზირებული, რატომ ვერ შეძლო აშშ-მ რუსეთის შეჩერება და რატომ არ შეუშალა ხელი ახალი დროის წითელ არმიას საქართველოს ტერიტორიის სოლიდური ნაწილის ოკუპაციაში.

ამ კითხვებზე პასუხებს, ყველაზე კარგად, “ამერიკული დემოკრატიის ცენტრის” ექსპერტი ჯორჯ ჰაკენონი სცემს: “ამერიკული პოლიტიკა ყოველთვის მხოლოდ კონკრეტულ მიზეზებსა და საბაბებს ემყარებოდა. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე, რუსული სამშვიდობო ჯარები კონფლიქტის ზონებში ქართული მხარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე იდგნენ. ამიტომ არ არსებობდა არანაირი მიზეზი, რომ რუსეთი აგრესორად წარმოჩენილიყო.

რუსები ყოველთვის თავს იწონებდნენ, რომ მას შემდეგ, რაც მათი ჯარები კონფლიქტის ზონებში განთავსდა, ომი აღარ ყოფილა. აქედან გამომდინარე, აშშ-ს ხელისუფლება იძულებული იყო, რუსეთის მორიგ რეაქციებს დალოდებოდა, რადგან არც ისე შორი იყო დრო, როცა რუსეთი მშვიდობისმყოფელობის თამაშს თავს დაანებებდა. ახლა კი, როცა რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა და ხელშეკრულებები ღიად დაარღვია, აშშ-ს ხელისუფლებას ყველანაირი უფლება აქვს, რუსეთს სათანადო პასუხი გასცეს. ახლა ამერიკის მოქმედებების ჯერია”.

ომი და ბნელი მასები
თითქმის ყველა ცნობილი დასავლელი პოლიტიკური ექსპერტი თანხმდება, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომი რუსეთისთვის მსოფლიო პოლიტიკაში არანაირი პოლიტიკური დივიდენდების მიღებას არ ემსახურებოდა. ნატო-ს “შეჩერების” აუცილებლობის გარდა, ომი ერთადერთზე - სახელმწიფოს იდეოლოგიური მანქანის მიერ ტვინგარეცხილ ელექტორატზე გაითვალა.

გაპრეზიდენტებისთანავე, ჩეჩნეთის აოხრების შემდეგ, პუტინმა რუსულ შიდა პოლიტიკაში “გამარჯვებით მოსვლის” ტრადიცია დაამკვიდრა. რუსულ საზოგადოებაში არსებობდა მოთხოვნილება, ეს “ტრადიცია” მომავალშიც გაგრძელებულიყო. თუკი რუსეთის საზღვრებსა და საზღვრებთან მდებარე ქვეყნებს გადავხედავთ, არცთუ ძნელი მისახვედრი იქნება, ყველაზე ადვილად დასაჩაგრი სწორედ საქართველო რომ უნდა ყოფილიყო.

რუსეთში იმასაც კი ამბობდნენ, რომ რუსული ბრბოს “შოვინისტური მადის” დასაკმაყოფილებლად, მეზობელ მონღოლეთზე გალაშქრებაც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ ერთმილიონიანი მოსახლის გარდა, არაფრისმქონე მონღოლეთის აღება და ისიც მხოლოდ, ხალხის გასახარებლად, აბსურდის თეატრი იქნებოდა. აი, ნატო-ში შესვლაზე მეოცნებე საქართველო კი, სულ სხვა ამბავი იყო. მხოლოდ ამერიკის გამწარება რად ღირს!..

საქართველოს ბედი მაინც ქართველების ხელშია
რუსი პოლიტოლოგებიც კი აღიარებენ, რომ საქართველოზე თავდასხმა “უდროო და არაეფექტური იყო” და ბევრი გაუთვალისწინებელი სირთულე წარმოშვა. ეს “გაუთვალისწინებელი სირთულეები”, სხვა არაფერია, თუ არა, რუსეთის ეკონომიკის არნახული დაღმასვლა. ნიუ-იორკის ბირჟაზე აქციების ვარდნის ისეთი მასშტაბი, რაც ახლა ფიქსირდება, II მსოფლიო ომის შემდეგ არავის ახსოვს.

ეკონომიკის ექსპერტები (მათ შორის, რუსებიც) აცხადებენ, რომ ამ მდგომარეობით რუსეთი 1998-99 წლების დონეზე დაეშვა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ რუსი ეკონომისტების მრავალი მცდელობის მიუხედავად, რუსული აქციების ფასების ვარდნა, რუბლის ინფლაცია და რუსეთიდან ინვესტორების მასიური გასვლა კვლავ გრძლდება. რუსული ეკონომიკისAამ მდგომარეობას ეკონომიკის ბრიტანელმა ექსპერტმა, იაკობ ლოიდმა “კლასიკური ეკონომიკური კრახი” უწოდა.

დღეს თითქმის ყველა თანხმდება, რომ საქართველოს მხარდაჭერას გლობალური პოლიტიკისთვის სასიცოცხლო ხასიათი აქვს. აღარავინ კამათობს, რომ ქართული არმიის მოკლე დროში აღდგენა და საქართველოსთვის მაპ-ის მიცემა, ამ ეტაპზე, აუცილებელელია. თუმცა, ქვეყანაში რეალური ძვრების განხორციელებას, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გარდა, ვერავინ შეძლებს.

ახლა ბევრი რამ სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული და თუკი მოვლენები სათანადოდ წარიმართა, ეგებ, კიდეც ასრულდეს ქართველი ხალხის ოცნება და ბზეჟინსკის პოლიტიკური წინასწარმეტყველება. “ამერიკული პოლიტოლოგიის მამა” ხომ ჯერ კიდევ 1999 წელს ამბობდა, რომ რუსეთის მიერ პროვოცირებული ეთნოკონფლიქტები, საბოლოოდ, რუსეთის ნების საწინააღმდეგოდ გადაწყდებოდა.

Просмотров: 1011 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz