Главная » 2008»სექტემბერი»17 » სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ძალაუფლების გადანაწილებას მოითხოვს
სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ძალაუფლების გადანაწილებას მოითხოვს
20:50
სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ძალაუფლების გადანაწილებას მოითხოვს თბილისი. პარტია ~საქართველოს გზის~ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ძალაუფლების გადანაწილებას მოითხოვს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესფენერციაზე ზურაბიშვილმა განაცხადა, ~ძალაუფლების ეს გადანაწილება აუცილებელია, რათა საქართველო არსებული კრიზისული ვითარებიდან გამოვიდეს~. ~აუცილებელია, ძალაუფლება ხელისუფლებასა და საზოგადოების ნდობით აღჭურვილ პირებს შორის გადანაწილდეს. მე ამას მოვითხოვ არა როგორც პარტიის ლიდერი, ან როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, არამედ როგორც საზოგადოების რიგითი წევრი~, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ~მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეიგნოს, რომ ის მარტო ვერ გადაარჩენს საქართველოს და მას ქართველი ხალხის გვერში დგომა სჭირდება~. ”დღეს სწორედ ის დროა, როდესაც ხელისუფლება და საზოგადოება ერთად უნდა დადგნენ. მათ ერთად უნდა გადაწყვიტონ ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა~, - განაცხადა ზურაბიშვილმა. ამასთან, მისი აზრით, “საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება, საქართველოში აგვისტოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სიმართლე შეიტყოს”.