დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სტუდია “მაესტროს” სარჩელის განხილვის დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართება. სარჩელი სტუდია “მაესტროს” და საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის ლიცენზიის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ დავას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სტუდია “მაესტროს~ მაუწყებლობის საერთო ლიცენზიის მიღებაზე უარი განუცხადა.
“მაესტროს” წარმომადგენლები ამას ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთ მაგალითად მიიჩნევენ. ჟურნალისტების მხარდამჭერი განცხადებები როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააკეთეს.
|