პარასკები, 19.04.2024, 23:27
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » სექტემბერი » 17 » ყაჩაღები ქართულ ინტერნეტს შეესივნენ
ყაჩაღები ქართულ ინტერნეტს შეესივნენ
15:47
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არა მარტო ენერგოდამოუკიდებლობა, არამედ ინტერნეტდამოუკიდებლობაც არის. “კავკასუს ონლაინმა” ევროპაში “ახალი სარკმელი” გაჭრა. ქვეყნის ყველაზე სოლიდურმა ინტერნეტ-პროვაიდერმა საქართველოს უსაფრთხოებისა და ინტერნეტ-დამოუკიდებლობისათვის მეტად ამბიციური, მასშტაბური და მაღალბიუჯეტიანი პროექტი ორ წელიწადნახევრის წინ წამოიწყო და უკვე წარმატებით დაასრულა. ეს ახალი სისტემა ხელს შეუწყობს ქვეყანაში მაღალი ხარისხის საკომუნიკაციო არხის ჩამოყალიბებას.

მაშინ, როცა “კავკასუს ონლაინი” მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდებაზეა ორიენტირებული, მას ამ მისიის სრულფასოვან შესრულებაში ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან. “კავკასუსს” კი პრობლემები ყაზახების საკუთრებაში მყოფ “გაერთიანებულ ტელეკომთან” აქვს. 

ტელეკომი საკუთარი კანონებით მოქმედებს
“გაერთიანებული ტელეკომი” არსებული სატელეკომუნიკაციო სისტემის ბუნებრივი მონოპოლისტია და ცდილობს, რომ ყველას თავისი თამაშის წესები მოახვიოს. კაბალური ხელშეკრულებები, კომპანიის დამანგრეველი პირობები, მაღალი ტარიფები და მომსახურების ძალზე დაბალი ხარისხი - ეს არის ის, რასაც “გაერთიანებული ტელეკომი” სატელეფონო კომპანიებსა თუ ინტერნეტ პროვაიდერებს ”სთავაზობს”. თუმცა, ბევრისთვის ბრძოლა ამ ჯგუფთან, რომელსაც ლობისტები ხელისუფლებაში ჰყავს, რთულია და საკუთარი ინტერესების დასაცავად ხმის ამაღლებას ერიდება.

“ჩვენ გაჩუმებას არ ვაპირებთ, რა გვაქვს მოსარიდებელი?! ”გაერთიანებული ტელეკომი” წარმოადგენს კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ჯგუფს. ეს ხალხი გამომძალველობით, მოპარვითა და სხვისი საკუთრების მითვისებით ცდილობს სარგებლის მიღებას”, - ასე აფასებს “კავკასუს ონლაინის” გენერალური დირექტორი “გაერთიანებული ტელეკომის” საქმიანობას.

წელიწადნახევრის წინ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ობიექტის მესაკუთრე ყაზახური ჯგუფი “სილქ როუდი” გახდა. მათ საკუთრებაში გადავიდა მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული სატელეფონო სადგურების, ჭების და ყველა იმ რესურსის 90 პროცენტი, რაც ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის მომხმარებლამდე მიწოდებას უზრუნველყოფს.

ბაზარზე სრული დომინანტობის გამო ”ტელეკომს” კანონი ავალდებულებს, რომ მან, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორმა, უზრუნველყოს მათ რესურსებზე სხვა სატელეფონო ოპერატორებისა და ინტერნეტ-პროვაიდერების უპირობო და შეუზღუდავი დაშვება. თუმცა, საქართველოში ხომ კანონი ხშირად იმისთვის არსებობს, რომ ის დაარღვიონ. “გაერთიანებული ტელეკომი” იმ კომპანიათა რიცხვშია, რომელსაც საკუთარი კანონები აქვს, ბაზარზე წესებს თავად ადგენს და არა კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელსაც ამ სფეროს რეგულირება ევალება.

“საქმე მას შემდეგ გაფუჭდა, რაც ყაზახები ამ ბაზარზე შემოვიდნენ და არა მარტო ტელეფონით, არამედ ინტერნეტ-სერვისის მიწოდებითაც დაინტერესდნენ. კონკურენტების დასასუსტებლად და შემდეგ გზიდან ჩამოსაშორებლად არაჯანსაღი თამაში დაიწყეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ წელიწადნახევარია იზღუდება მათ რესურსებზე ჩვენი დაშვება. არ გვაძლევენ სახაზო-საკაბელო წყვილებს, რომ მომსახურება შევძლოთ, არ გვიშვებენ ჩვენს მიერ იჯარით აღბეულ ფართში, სადაც ჩვენი აპარატურა დგას. არ გვაძლევენ უფლებას, რომ ჭებში კაბელები ჩავდოთ. ერთი სიტყვით, ყველგან შეზღუდული ვართ”, - აცხადებენ “კავკასუს ონლაინში”.

ინტერნეტ-პროვაიდერი საკუთარი უფლებების დაცვას მარეგულირებელ კომისიაში “გაერთიანებული ტელეკომის” წინააღმდეგ საჩივრების შეტანით ცდილობს. თითქმის არ დარჩენილა საკითხი, დავის საგანი რომ არ გამხდარიყო. სადავო კი მართლაც ძალიან ბევრია.

“წყვილებით” “სპეკულირება”
21-ე საუკუნეში, როცა გლობალური ინტერნეტი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, თითოეული მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფი ინტერნეტი ჰქონდეს. საქართველოში კი ბოლო დროს ეს სერიოზული პრობლემა გახდა, მიზეზი კი სწორედ “გაერთიანებული ტელეკომია” და არა ის ინტერნეტ-პროვაიდერები, რომლებიც მომხმარებელს ინტერნეტს აწვდიან.

“თუ დღეს მომხმარებელი “კავკასუს ონლაინის” მომსახურებით ზოგჯერ უკმაყოფილოა, ეს ხდება არა იმიტომ, რომ “კავასუსი” თავისი მიზეზების გამო ვერ აწვდის ხარისხიან ინტერნეტს. უბრალოდ, ეს ინტერნეტი მიდის ტელეკომის კაბელში, სადაც ეს ხარისხი იკარგება”, - კატეგორიულად აცხადებენ “კავკასუსში”.

როგორ უკვე აღვნიშნეთ, მომხმარებლამდე ინტერნეტის მიტანა ყოფილი ”ელექტროკავშირის” სადენების გამოყენებით ხდება. ყაზახური კომპანია ამ პრივილეგიის გამოყენების შანსს ხელიდან არ უშვებს. 

საგულისხმოა, რომ თითოეულ “წყვილში” 2007 წლის აგვისტომდე ”ტელეკომი” “კავკასუს”-ს 3,50 ლარს ახდევინებდა. ერთი წყვილში გადის ხმოვანი და ფართოზოლოვანი რესურსი. ფართოზოლოვანი საჭიროა ინტერნეტ-მომსახურებისთვის, ხოლო ხმოვანი - სატელეფონოსთვის. 2007 წლის აგვისტომდე ორივე რესურსის გამოყენებისთვის თანაბარი ტარიფი არსებობდა, თუმცა, შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიას თავის გადაწყვეტილებებში ნათქვამი ჰქონდა, რომ ხმოვანი და ფართოზოლოვანი, ფაქტობრივად, ამ კაბელის ერთ რესურსს მოიხმარდა და ფასიც თანაბარი უნდა ჰქონოდა.

თუმცა, ჯერ კიდევ ივლისის თვეში მარეგულირებელ კომისიაში “გაერთიანებული ტელეკომისა” და სხვა საქსელო ოპერატორების მიერ დაისვა საკითხი, რომ ეს იჯარა ძალიან იაფია და თითოეულ წყვილში ყოველთვიურად 18 ლარი გადაგვიხადეთო.

პირველ ეტაპზე, კომისიამ კომპანიებს ტარიფის მომატებაზე არასრული და დაუდასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის გამო უარი უთხრა. თუმცა, ერთი კვირაში გადაწყვეტილება მოულოდნელად იცვლება და ტარიფი 11,68 ლარამდე იზრდება.

“კავკასუს ონლაინში” ფიქრობენ, რომ კომისიამ ეს გადაწყვეტილება ზეწოლით მიიღო. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ სწორედ ამ დროს მოხდა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, კახა ბენდუქიძისა და ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის, გიორგი არველაძის გამოსვლები, რომ მარეგულირებელი კომისიები არაფრისმაქნისი და დასახურია. არც თუ შემთხვევით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ერთ კვირაში საკუთარ გადაწყვეტილებას ცვლის.

ტარიფის გაზრდის საფუძვლად კი ჩაითვალა ის, რომ თითქოს ფართოზოლოვან რესურს უფრო მაღალი ხარისხი სჭირდება იმისთვის, რომ ინტერნეტის სიჩქარე დაიჭიროს და მომხმარებლამდე სრულფასოვნდა მივიდეს. ვინაიდან კაბელი უკეთესი ხარისხის იყო, მაშინ მისი მომსახურებაში ფასიც უნდა გაზრდილიყო. თუმცა, რეალურად არაფერი შეცვლილა.

”ყაზახებს და მათ ადგილობრივ მფარველებს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ეს რესურსი გაუმჯობესდეს და მომხარებლისთვის ხარისხიანი ინტერნეტის მიწოდება შევძლოთ. ”ტელეკომს” თითოეულ წყვილში 11 ლარსა და 68 თეთრს ვუხდით, მაგრამ სათანადო მომსახურებას არ ვიღებთ. რადგან ინტერნეტი ხარისხიანი არ არის, ყველა ჩვენსკენ იშვერს თითს, თქვენ ხართ დამნაშავეო. არადა, ”კავკასუსი” არაფერ შუაშია”, - ამბობენ კომპანიაში.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილზე მომსახურება 11 ლარი და 68 თეთრი გახდა, მარეგულირებელმა კომისიამ ინტერნეტ-ოპერატორებს აუკრძალა ტარიფის გაზრდა. ანუ, მომხმარებლისთვის ინტერნეტის საფასური არ მომატებულა. ეს კი იმას იწვევს, კომპანიის ფინანსები რესურსები გაზრდილი გადასახადების დასაფარად მიდის და  განვითარებისთვის ნაკლები რესურსი რჩება.

დავა აბონენტებისთვის
დღეს “კავკასუსის” ქსელში ჩართვა სერიოზული პრობლემა გახდა. მსოფლიო აბლაბუდას ქსელთან მიერთების მსურველი ბევრია, თუმცა მათ ხშირ შემთხვევაში ხანგრძლივი ლოდინი უწევთ იმისთვის, რომ “კავკასუსის” აბონენტები გახდნენ. თუ რატომ, ამაზე ერთი პასუხი არსებობს - “გაერთიანებული ტელეკომი” ამ პროცესს ბლოკავს. ასეთი საყაჩაღოდ კი მას ყველა რესურსი გააჩნია.

“კავკასუს ონლაინმა” მუშაობა ეფექტურად რომ წარმართოს და მომხმარებელმა ინტერნეტი მიიღოს, საჭიროა, რომ “კავკასუსის” აპარატურიდან “ტელეკომის” აპარატურამდე ურთიერთჩართვა მოხდეს. ანუ აბონენტებს ინტერნეტი უნდა მიეწოდოთ, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული სპილენძის ღეროების საშუალებით. ყაზახური კომპანია სწორედ ამ რესურსის გამოყენების საშუალებას არ აძლევს ქართულ ინტერნეტ-პროვაიდერს.

“კავკასუს ონლაინს” ამ საკითხზე ოთხი თვის წინ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დავა ჰქონდა. პროვაიდერს რიგში დაახლოებით 5 ათასი აბონენტი ჰყავდა, რომლებიც “კავკასუს ონლაინისგან” მომსახურების მიღებას ელოდნენ, მაგრამ ელექტროკავშირის მიერ მათი ჩართვა ქსელში შეზღუდული იყო. “კავკასუს”-ს კომისიაში საჩივარი დაახლოებით 3 ათასი აბონენტის ჩართვაზე ჰქონდა შეტანილი.

კომისიამ გადაწყვეტილება “კავკასუსის” სასარგებლოდ გამოიტანა და “გაერთიანებულ ტელეკომს” მათი 15 დღის ვადაში ჩართვა დაავალა. 15 დღეში ”ტელეკომმა” მართლაც წარმოადგინა ჩართვის გრაფიკი, თუმცა, იქვე განმარტა, რომ 3000 აბონენტიდან ნახევარზე მეტი სხვა ინტერნეტ-პროვაიდერის მომსახურებას უკვე იღებდა. ”ტელეკომმა” “კავკასუს” აუწყა, რომ ეტაპობრივად ჩართავდნენ მათ, ვისაც საერთოდ არ ჰქონდა ინტერნეტი. როგორც აღმოჩნდა, ნახევარზე მეტი აბონენტი მართლაც იღებდა სხვა ოპერატორის მომსახურებას, საგულისხმოა, რომ ეს ოპერატორი თავად ”ტელეკომი” იყო.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ “კავკასუს ონლაინის” ქსელში ჩართვა ლამის აუხდენელი ოცნება იყო და 6-7 თვე მაინც იყო საჭირო ამ კომპანიის სერვისის მისაღებად, მომხმარებლებმა ისევ სატელეფონო ოპერატორებს მიმართეს და “გაერთიანებული ტელეკომის” ინტერნეტის მიღებას დასჯერდნენ. როგორც ეს აბონენტები აცხადებენ, ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს დროებითი ღონისძიება იქნებოდა და ”კავკასუსში” მას შემდეგ გადაერთვებოდნენ, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნებოდა. თუმცა, მალევე აღმოჩნდა, რომ ხარისხი იმდენად დაბალი იყო, რომ ღირდა, “კავკასუსის” მოლოდინში რამდენიმე თვე მოეცადათ და სხვა ინტერნეტის საცოდაობით არ გატანჯულიყვნენ.

შემდეგ კი გაირკვა, რომ ყაზახურ-ბენდუქიძისეული ინტერნეტით დროებით სარგებლობამ მათი “კავკასუსის” აბონენტობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რადგან ტელეკომი საკუთარ აბონენტებს აღარ “თმობს”.
(გაგრძელება იქნება

Просмотров: 868 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz