Главная » 2008»სექტემბერი»17 » რუსეთი აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ხელშეკრულებებს გააფორმებს
რუსეთი აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ხელშეკრულებებს გააფორმებს
20:50
რუსეთი აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ხელშეკრულებებს გააფორმებს რუსეთი აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ხელშეკრულებებს გააფორმებს. აღნიშნული ხელშეკრულებების გაფორმებას დღეს კრემლში “სამი პრეზიდენტის” მიერ ხელმოწერილი “მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ” დოკუმენტები ითვალისწინებს. ამასთან, დღეს გაფორმებული ხელშეკრულება “სახელმწიფოებს ერთმანეთის ტერიტორიებზე სამხედრო ბაზებისა და ინფრაქსტრუქტურის მშენებლობის” შესაძლებლობას აძლევს. “მოსკოვი ცხინვალსა და სოხუმს ერთ-ერთ მხარეზე თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში მის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე უკვე შეუთანხმდა” – აცხადებს კრემლის პრეს-სამსახური.