ორშაბათი, 30.12.2024, 17:25
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 17 » მარცხის აღიარებას ვაჟკაცობა და გამბედაობა სჭირდება
მარცხის აღიარებას ვაჟკაცობა და გამბედაობა სჭირდება
15:46
წაგებული ომის შემგედ ქართული საზოგადეობა მოლოდინის რეჟიმში აგრძლებს ცხოვრებას. ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია უამრავი კითხვა, რატომ და ვისი მიზეზით მოხდა ყოველივე. ქართულმა ოპოზიციამ გამოსავალი პრეზიდენტის დაგადგომის მოთხოვნაში მონახა.

გაერთიანებული ოპოზციის ეროვნული საბჭოს მიერ დაპირებული ანტიკრიზისული გეგმა, ოპოზციურ პარტიებს შორის აზრთა სხავდასხვაობის გამო ვადებში ვერ მოესწრო და მისი პრეზენტაცია კიდევ რამდენიმე დღით გადაიდო.

როგორც ჩანს ეროვნული საბჭო ძნელად თუ შეძლებს იმ ერთობის შენარჩუნებას, რომელიც ერთი წლის წინათ, ნოემბრის მოვლენების დროს ჰქონდათ. მაშინ გაერთანებაში შესვლაზე ბევრ ოპოზიციურ პარტიასა თუ სუბიექტს ეთქვა უარი, ამჯერად კი ეროვნული საბჭო ოპოზიციურ ძალებს კონსულტაციების დონეზე თანამშრომლობას სთვაზობს. ამ თანამშრომლობის მიზანი კი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის შესახებ ერთობლივი ოპოზიციური გეგმის შემუშავება უნდა იყოს.

როგორც ეროვნულ საბჭოში ამბობენ ანტიკრიზისული გეგმა ერთგვარი გამეორებაა იმ ცნობილი “საგურამოს მანიფესტის,” რომელიც საბჭომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიიღო, თუმცა ამ შემთხვევაში დოკუმენტს გარკვეულწილად მოთხოვნების სახე ექნება.

ოპოზიციის ძირითად მითხოვნად კვლავ რჩება პრეზიდენტის გადადგომა და გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ამ შემთხვევაში ხელისუფლების შეცვლის საფუძველს რუსეთთან წაგებული ომი წარმოადგენს, რაზედაც ოპოზიონერი ლიდერების აზრით ხელისუფლებამ სათანადოდ უნდა აგოს პასუხი.

ოპოზიციის ბრალდებებზე პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ ჩვეულ სტილში რეაგირებს და მაღალი ტრიბუნიდან ოპოზიციას მოუწოდებს არსებულ სიტუაციაში დამნაშავის ძებნას თავი დაანებონ.

როგორც პრეზიდენტმა გუშინ პარლამენშტი ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა, ცხინვალის ომი გარდაუვალი იყო და ქართული მხარის ქმედებები გამართლებულია. პრეზიდენტი ირწმუნება, რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა რუსეთთან ომი არ დაწყებულიყო მაგრამ, რადგან მაინც დაიწყო - “სანამ ცოცხლები ვართ მტერი ჩვენ ზურგს ვერ ნახავს,” - ასეთი პათოსით ხსნის პრეზიდენტი სააკაშვილი აგვისტოს დასაწყისში განვითარებული მოვლენების მიზეზებს და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ოდნავადაც არ გრძნობს...

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი სავსებით ლოგიკურს და აუცილებელსაც უწოდებს პრეზიდენტის გადადგომის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას, რადგან მიაჩნია, რომ ქვეყანა ამ ვითარებში სწორედ ხელისუფლების წყალობით აღმოჩნდა და გაცილებით სწორი იქნებოდა ეს ინიციატივა სწორედ პრეზიდენტისაგან წამოსულიყო.

ჰამლეტ ჭიპაშვილის აზრით, ცხინვალის მოვლენები სააკაშვილის ხელისუფლების კატასტროფული შეცდომაა და ეეჭვება ქართულმა საზოგადოებამ იოლად შეძლოს ამ შოკიდან გამოსვლა.

- “ომი წაგებულია, ჯარი - მორალურად განადგურებული. ჯარისკაცის სულისკვეთება არ აისახება მის ტექნიკურ აღჭურვაზე. მძიმე რამ გადავიტანეთ და ხალხმა თავისი განწყობა არჩევნებზე უნდა გამოხატოს.”- აცხადებს იგი.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტ სააკაშვილისათვის საკუთარი მარცხის აღიარება იქნებოდა, რასაც მისგან საზოგადეობა დიდად არ მოელის. მარცხის აღიარებას დიდი გამბედაობა და ვაჟკაცობა უნდა, ქართულმა საზოგადოებამ დღემდე არ იცის რეალურად რამდენი ადამიანი დაიღუპა ცხინვალის ომის დროს და ქართულმა ჯარმა რა მორალური ზარალი განიცადა.

- “პოლიტიკაში ხან გაიმარჯვებ, ხან დამარცხდები. პოლიტიკაში მუდმივად გამარჯვებული ადამიანი არ არსებობს. მარგარეტ ტეთჩერმაც კი, რომელსაც ბრიტანეთის პოლიტიკის ისტორიაში ტრიუმფალური წლები ქონდა, არჩევნები წააგო და გადაწყვიტა პოლიტიკიდან წასულიყო. ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ მოითხოვდა რომ სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადამდგარიყო. მაშინ მას ომი არ ქონდა წაგებული, მაგრამ წაგებული ქონდა ურთიერთობა საზოგადოებასთან. 5 იანვარს და 21 მაისს ნორმალური არჩევნები რომ ჩატარებულიყო და ამერიკის მიდგომა ქართველი ხალხის ნების მიმართ სხვაგვარი ყოფილიყო, დღეს ეს პრობლემები ქვეყანას აღარ ექნებოდა,” - მიაჩნია პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილს.

ხელახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა არარეალურად ესახება პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს, რადგან მიაჩანია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ საკმაოდ ენერგიულად იბრძოლა სახელისუფლებო ადგილებისათვის და მას წაგებული ომის ფასადაც არ დათმობენ.

ქართველი ექსპერტის აზრით, აგვისტოს მოვლენებით სააკაშვილმა დასავლეთი სიურპრიზის წინაშე დააყენა და “პრაქტიკულად მესამე მსოფლიო ომის კლიმატი შექმნა,” აქედან გამომდინარე საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ დასავლეთს პრეზიდენტ სააკაშვილის ჩანაცვლება უნდოდეს, მაგრამ ამ ვითარებაში და ამ ეტაპზე ეს რამდენად განხორციელებადია, ძნელი სათქმელია.

- “რევოლუციური ავანტურის უარყოფითი შედეგები დასავლეთმა ნახა საქართველოშიც და უკრაინაშიც, ამდენად, ახალი რევოლუციის მოხდენის სურვილი მათ აღარ ექნებათ,” - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ცხინვალის მოვლენების გამო, დასავლეთი, საქართველოში ახალი პოლიტიკური დასაყრდენის ძიებაში რომ იყოს ამას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს ექსპერტი ნიკოლოზ ჩიტაძე. მისი აზრით, ევროპა და ამერიკა ძალიან კარგად ხედავს, რომ (იგორ გიორგაძის გარდა) ვინც არ უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში, რუსეთი საქართველოს ყოველთვის დაუპირისპირდება.

მეორეს მხრივ დასავლეთი აცნობიერებს, რომ ქართული საზოგადოება პრო-რუსულ ლიდერს არ მიიღებს. ქართულ პოლიტიკურ სპექტრს თუ გადავხედავთ, დასავლეთის არჩევანი შესაძლოა პრეზიდენტ სააკაშვილზე გაცილებით ზომიერ, პარლამენტის ექს-სპიკერ ნინო ბურჯანაძესა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერ დავით უსუფაშვილს შორის გაკეთდეს.

რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერისა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის ფიგურას, მან დასავლეთი ჯერ კიდევ მაშინ “დააფრთხო”, როდესაც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს განაცხადა, რომ ამერიკის გეოპოლოტიკის წინააღმდეგ იბრძვის.

- “მიუხედავად იმისა, რომ “მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე თავს პრო-დასავლურად მიიჩნევს, მისი ხელისუფლებაში მოსვლა შესაძლოა რუსეთის წისქვილზე ასხამდეს წყალს,” - აცხადებს ნიკოლოზ ჩიტაძე და დასძენს, რომ რუსეთთან ურთიერთობების დათბობა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საქართველო ნატო-ში ინტეგრაციაზე იტყვის უარს.

საინტერესოა ამჯერადაც უნდა ვეძებოთ, თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაში რუსული კვალი? მაშინ როცა, ქართული ოპოზიცია ერთნაირად აპროტესტებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას და საქართველოს ხელისუფლებას მორატორიუმს უცხადებდა.

- “ჩვენ აქ არჩევნებს ჩავატარებთ თუ არა ეს რუსეთის საქმე არ არის. გაცილებით უკეთესი იქნებოდა ხელისუფლებას რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება გაეაზრებინა, სადაც ლავროვი ამბობდა, რომ ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება პრეზიდენტ სააკაშვილზეა დამოკიდებული, მაშინ ქართველმა ხალხმა სააკაშვილი ამჯობინა ქვეყანას,” - აცხადებს პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი და გულკისტკივილს გამოთქვამს, რომ ქართულ –ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით 1990 წლიდან მოყოლებული ყველა მოლაპარაკება და ამდენი ენერგია “ერთბაშად გავატანეთ წყალს”.

პერზინენტი რომ არ გადადგება და არც ვადამდელი საპრეზიდეტო არჩევნები დაინიშნება, ამაში ქართული საზოგადოება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებით კიდევ ერთხელ დაარწმუნა. უფრო მეტიც, ხელისუფლების მეთაურის ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, წაგებული ომის მიზეზების ძიება საქართველოს სახლემწიფოებრივ ინტერსებში არ შედის.

Просмотров: 934 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz