გურჯაანში, ყოვლადწმინდის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, წმინდა მამებმა სამომხმარებლო წყალი დაბურღეს და აღმოჩნდა, რომ გოგირდიან წყალს ბუნებრივი აირიც მოჰყვება - ინფორმაციას ამის შესახებ, კახეთის რეგიონალური გაზეთი ”სპექტრი” აქვეყნებს. როგორც სააქციო საზოგადოება ”გურჯაანგაზში” აცხადებენ, ასეთი რამ იშვიათად ხდება.
- ”ახტალაზე ტალახი, რომ ამოდის ცეცხლი, ეკიდება, მაგრამ მისი გამოყენება გასათბობად ან სხვა მიზნით შეუძლებელია, რადგან ძალიან მცირე რაოდენობისაა. ამ შემთხვევაში რაც ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სპეციალისტების მიერ შესწავლას საჭიროებს” - განაცხადა ”გურჯაანგაზის” ხელმძღვანელმა გიორგი მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, რაიონის დონეზე აღმოჩენის გამოკვლევა ვერ მოხერხდება, რადგან სამუშაოების ჩატარება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
|