რამდენიმე დღეში გორში ე.წ. კარვების ქალაქის დემონტაჟი დაიწყება.
როგორც შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა ლადო ვარძელაშვილმა განაცხადა, დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება ეტაპობრივად განხორციელდება.
”მიღწეული შეთანხმების თანახმად, რუსმა ოკუპანტებმა ქართული სოფლები 10 ოქტომბრამდე უნდა დატოვონ. მათი წასვლის შემდეგ დევნილები საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან. დევნილთა დაახლოებით 95% საკუთარ სახლებში დაბრუნებას ექვემდებარება”, - განაცხადა ვარძელაშვილმა.
რაც შეეხება დევნილთა იმ ნაწილს, რომელთა სახლები (სულ – 250-მდე სახლი) საცხოვრებლად უვარგისია, ისინი ჯერჯერობით მეზობლებთან დაბინავდებიან.
|