შაბათი, 21.12.2024, 14:34
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 30 » საქალაქო სასამართლო სტუდია ”მაესტროს” სარჩელთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
საქალაქო სასამართლო სტუდია ”მაესტროს” სარჩელთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
19:48
თბილისის საქალაქო სასამართლო სტუდია ”მაესტროს” სარჩელის არ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სტუდია ,,მაესტროს’’ სარჩელი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 4 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

მაესტრო მოითხოვდა გაუქმებულიყო გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ”მაესტროს” უარი ეთქვა საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემაზე.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიდან აცნობეს, სასამართლომ გამოიკვლია მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. გარდა ამისა, მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტები, რის შედეგადაც დაადგინა, რომ 2007 წლის 6 დეკემბერს სტუდია ,,მაესტრომ’’ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა ორი ურთიერგამომრიცხავი მოთხოვნით, რის გამოც კომისიამ მოთხოვნები არ განიხილა.

მოსარჩელემ მოგვიანებით, 2008 წელს, კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ითხოვა საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემა.

- ”სტუდია ლიცენზიის გაცემის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებას არ დაელოდა და უნებართვოდ და თვითნებურად განახორციელა სავალდებულო ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობა. ამის გამო სტუდია ”მაესტროს” მიმართ 2008 წლის 20 მარტს გამოყენებული იქნა კანონით დადგენილი სანქცია გაფრთხილების სახით, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია”, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

აქვე მითითებულია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის ”გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სანქციის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს გადაწყვეტილება სტუდია ”მაესტროსათვის” მოთხოვნილი ლიცენზიის გაცემის თაობაზე.

მხარეებს განემარტათ, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.

Просмотров: 777 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz