შაბათი, 21.12.2024, 15:30
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 30 » შესაძლო უარი ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს პროექტზე
შესაძლო უარი ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს პროექტზე
19:46

თურქეთმა შესაძლოა უარი თქვას ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის პროექტზე. ამის შესახებ იუწყება რუსული სააგენტო ”რეგნუმი”.

თურქეთმა ამის შესახებ, პირველად 16 სექტემბერს ბაქოში პროექტის რეალიზაციის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე  განაცხადა.  თურქულმა  მხარემ ეჭვი შეიტანა პროექტის განხორციელების ეფექტიანობაზე, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. მთავარ მოტივად, მათ დაასახელეს ამ ეტაპზე საქართველოს მიერ  აზერბაიჯანისგან აღებული 200 მილიონიანი კრედიტის  გადახდის უუნარობა. ასევე, თურქული მხარე არ არის დარწმუნებული, თუ რამდენად შეძლებს საქართველო სომხური მოსახლეობით დასახლებული რეგიონის სამცხე-ჯავახეთის უსაფრთხოების დაცვას, სადაც  მაგისტრალმა უნდა გაიაროს.

თურქეთი ახალქალაქის ალტერნატივად, ყარსი-გიუმრის სარკინიგზო მაგისტრალს განიხილავს. სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის განცხადებით, ყარსი-გიუმრის რკინიგზის ხაზის ტექნიკურ აღდგენას სულ რამდენიმე დღე სჭირდება. 

მოგეხსენებად, რომ ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს პროექტი ყარსი-ახალქალაქის 98-კილომეტრიანი სარკენიგზო მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის, 30 - საქართველოში.

Просмотров: 843 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz