ხუთშაბათი, 25.04.2024, 02:56
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 30 » სტრასბურგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე დებატები გაიმართება
სტრასბურგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე დებატები გაიმართება
19:42

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ დღეს პირველი დებატები გაიმართება. სტრასბურგში აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით მსჯელობა გრძლდება.  ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში აგვისტოს თვეში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს.

საპარლამენტო ასამბლეის  ბიურომ კი გადაწყვეტილება უკვე მიიღო. სტრასბურგში რუსეთს გამოსასწორებელი ვადა მისცეს. რუსეთს დააკისრეს მოვალეობა, რომ 1 იანვრამდე საკუთარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს.

შესაძლოა, იმსჯელონ, რუსეთისათვის ევროსაბჭოში ერთი წლით მუშაობის შეჩერების შესახებაც.

უფრო დამამძიმელი სასეჯელი კი განხილვის პროცესშია. 22  დეპუტატი  გამოვიდა ინიციატივით,რომ საქართველოში განხორციელებული მოვლენების გამო რუსეთი ევროსაბჭოდან გაირიცხოს.

 კიდევ ერთი დებატები საქართველო-რუსეთის შესახებ ხუთშაბათს გაიმართება. სტრასბურგში უკვე ჩავიდა ქართული დელეგაცია, რომელსაც გიორგი გაბაშვილი ხელმძღვანელობს. შეხვედრებს მართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილო გიგა ბოკერია. ქართული დელაგაცია უკვე შეხვდა ევროსაბჭოს თავმჯდოარეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროსაბჭო  პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ევროსაბჭოს სესია გუშინ გაიხსნა,სადაც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე მიდის მსჯელობა.  აღნიშნული ტერმინის გამო  რუსეთი პროტესტს გამოთქვამს . რუსული მხარე აცხადებს, რომ საქართველო თავს დაესხა ცხინვალს და იგი უნდა გამოცხადდეს აგრესორად.

სტრასბურგში გამართული სესიების პარალელურად აქცია მიმდინარეობდა. ევროსაბჭოს ოფისიის წინ ეთნიკურად ოსმა მოსახლეობამ ანტიქართული მიტინგი გამართა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციას ორგანიზებას რუსები უწევდნენ. მომიტინგეები მოითხოვდნენ, რომ ევროსაბჭომ აგრესორად საქართველო ცნოს.

სესიაზე აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა. რუსეთის ფედერაციას საკუთარი მომხრეები ჰყავს.

Просмотров: 722 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz