საქართველოს უახლეს ისტორიაში ”წაგებული ომების” უჩვეულო ტრადიცია ჩამოყალიბდა და რაც ყველაზე მთავარია, ბოლო 15 წლის განმავლობაში განცდილ არც ერთ სამხედრო მარცხზე, ქართულ საზოგადოების ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, ოფიციალურ სტრუქტურებს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არ მოუთხოვიათ.
ექსპერტების აზრით, ნორმალური სასამართლოსა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების არსებობის პირობებში, აფხაზეთისა და ცხინვალის მოვლენეზე აუცილებლად ჩატარდებოდა სერიოზული გამოძიება, რასაც ბევრი სახელმწიფო მოხელის სკამი შეეწირებოდა.
პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ორი წლის წინათ ისრაელ-ლიბანის ომი დროს, როდესაც ლიბანში მცხოვრებმა პალესტინელმა ბანდიტებმა ორი ტყვე აიყვანეს და ისრაელმა იქ ჯარი შეიყვანა, მაშინ ისრაელის სანაქებო ჯარი პალესტინიდან დევნილ ტერორისტულ ჯგუფებთან დამარცხდა. ამას სერიოზული სასამართლო გარჩევები მოჰყვა თავად ქვეყნის შიგნით და არა საერთაშორისო დონეზე.
- ”ნორმალურ საზოგადოებასა და სახელმწიფოს არ უნდა სჭირდებოდეს საზღვარგარეთის ჩარევა, ჩვენ უნდა შეგვწევდეს უნარი ჩვენმა სასამართლომ განიხილოს რა მოხდა სინამდვილეში საქართველოში. სამწუხაროდ ჩვენ ასეთი სასამართლო საერთოდ არ გვაქვს,” - მიაჩნია ექსპერტს.
ბოლო დროს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოიჩინა ინიციატივა და ქართულ საზოგადოებას აგვისტოს მოვლენებზე გამოძიების ჩატარება შესთავაზა.
რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს რეალობა, ცხინვალის მოვლენები მოსალოდნელზე უფრო მძიმე აღმოჩნდა ქართული სახელმწიფოსათვის. რუსეთმა დიდი ხნის მუქარის სისრულეში მოსაყვანად, მისთვის ხელსაყრელი საფუძველის მონახვა შეძლო. საბოლოოდ აფზახი და ოსი ხალხის ქართული აგრესიისაგან დაცვის საბაბით ამ რეგიონიების დამოუკიდებლობა ლეგიტიმურად სცნო, ამით კი საქართველოს თავისი ტერიტორიების დაბრუნების პერსექტივა კიდევ უფრო გაურთულა.
პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძეს მიაჩნია, რომ არსებულ სიტუაციაში ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოწესრიგებაზე საუბარი უკვე ძალიან ნაადევია, რადგან ამ პრობლემის მოგვარებას შეასძლოა რამდენიმე საპრეზიდენტო ვადაც კი დასჭირდეს. ამდენად იგი საქართველოს მომავალ პერზიდენტებს ურჩევს, წინასაარჩევო დაპირებებში უფრო გონივრულები იყვენე და ქართულ საზოგადოებას აღარასოდეს დაპირდნენ იმას, რომ მათ საპრეზიდენტო ვადაში ქვეყნის ტერიტორული მთლიანობა აღდგება.
არჩილ გეგეშიძე: ”არც ერთმა პრეზიდენტმა მომავალში აღარ უნდა მოატყუოს ხალხი და რომ მისი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში აფხაზი და ოსი ხალხი შემოგვიბრუნდება, ეს ტყუილია. ტერმინი -”ტერიტორიების დაბრუნება”, სხვა ტერმინით - ”ქვეყნის გამთლიანებით” უნდა ჩავანაცვლოთ, რადგან ტერიტორიებზე უფრო მთავარი ჩვენთვის უნდა იყოს იმ ხალხის გულებისა და გონებისაკენ გზის მონახვა. ამის გარეშე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ მოხდება”.
”ჩვენი პოლიტიკა მცდარი იყო იმიტომ, რომ წინა პლანზე ვაყენებდით ტერიტორიების დაბრუნებას და არა დაპირისპირებულ მხარესთან შერიგების პოლიტიკას. უფრო მეტად ტერიტორიების დაბრუნება გვინდოდა, ვიდრე ხალხის და ამიტომაც შეგვეშალა ხელი. სხვათაშორის რუსეთსაც იგივე უნდა, მას სინამდვილეში არც აფხაზი და არც ოსი ხალხი არ ენაღვლება. ამ ხალხს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი განვითარების კურსი უფრო პროგესულია ვიდრე რუსეთის”.
”ჩვენ ჯერ კიდევ პოსტ-საბჭოთა ქვეყანა ვართ, როდესაც მივუახლოვდებით ევროკავშირის სტანდარტებს და საქართველო გარდაიქმნება ჭეშმარიტ ევროპულ ქვეყნად, შეიცვლება ჩვენი მენტალიტეტი, ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხარისხი, მაშინ უკვე შეიძლება ჩვენ სხვა თვალით შემოგვხედონ. იმ დროისათვის ოსები და აფხაზები უკვე იმედგაცრუებულნი იქნებიან რუსეთთან ჩახუტებული ყოფნით და გაფაციცებით დაიწყებენ ალტერნატივის ძიებას, ეს ალტერნატივა კი ჩვენში უნდა დაინახონ”.
რამდენად მოისურვებს აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლებები საქართველოში ალტერნატივის ძებნას დღეს ეს ცოტა ძნელი სათქმენლია, მაგრამ, მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობაში რომ უნდა მოიპოვოს ნდობა, ეს ფაქტია. ნდობის მოპოვებას კი დაშვებული შედომების აღიარება სჭირდება და არა დამნაშევეების სხვაგან ძებნა.
ნიუ-ოირკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ცხინვალის დაბომბვით საქართვლომ აფხაზეთსა და ოსეთზე ყოველგვარი უფლება დაკარგა, მან საქართველოს ხელისუფლებები შოვინიზმში დაადანაშაულა და გაიხსენა ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მმართველობა, რომელმაც ”1991 წელს ცნობილი ლოზუნგის ქვეშ, ”საქართველო ქართველებისათვის,” - გააუქმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომიები”, - აცხადებს ლავროვი.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ლავროვის გამოსვლაში, სადაც მან სააკაშვილის ხელისუფლება 8 აგვისტოს ოსების წინააღმდეგ სისიხლისმღვრელი ომის წამოწყებაში დაადანაშაულა, ქართველი ექსპერტი არჩილ გეგეშიძე ოფიციალური მოსკოვის მიერ თავის მართლებისა და აგვისტოს მოვლებეზე პასუხისმგებლობის საქართველოსათვის გადაბრალების მცდელობას ხედავს. რაც მისივე თქმით, მოტივირებულია იმის აშკარა განცდით, რომ რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების მიერაა იზოლირებული.
”გენერალურ ასამბლეაზე, სადაც 190 ქვეყნის უმაღლესი პირები არიან წარმოდგენილნი, პრაქტიკულად ვერ მოვისმონეთ რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები. რუსეთს ერთადერთმა ვენესუელამ დაუჭირა მხარი პირდაპირ და ირანმა ირიბად, როდესაც ნატო და დასავლითის გააკრიტიკა.
”ნატო-სა და დასავლეთის პროვოკაციის შედეგად დაზარალდნენ აფხაზი, ქართველი და ოსი ხალხი”, - ასეთი განცხადება გააკეთა ასამბლეაზე ირანის წარმომადგენელმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ბრალი არ არის,” - განმარტავს ”პრესა.გე”-სთან საუბარში არჩილ გეგეშიძე.
აგვისტოს მოვლენების მთლიანად რუსეთზე გაბრალებას არასწორად მიიჩნევს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. მისი აზრით, მთელმა მსოფლიომ იცის რა შეცდომები დაუშვა ქართულმა მხარემ და საჭიროდ მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლებამ თავისი წილი პასუხისმგებლობა იტვირთოს. უნდა აღიაროს დაშვებული შეცდომები, რათა არ დაკარგოს დასავლეთის კეთილგანწყობა.
- ”როდესაც დაშვებულ შეცდომებზე ხმას არ იღებს სახელმწიფო მეთაური, ეს ცუდად ჩანს იმათ თვალში, ვინც იცის სინამდვილეში რა მოხდა აგვისტოში. დასავლეთი ასეთი საკითხების მიმართ ფრთხილია. სანამ არ ვაღირებთ, რომ ჩავერთეთ იმ პროვოკაციებში, რასაც რუსეთი მთელი ივლისის განმავლობაში გვთავაზობდა, არ ვაკლებდით ექსკალაციას და პროვოკაციებს, კარგად გავაღვივეთ და გავართულეთ მდგომარეობა, რამაც შემდეგ მოიტანა 7 აგვისტო, - მაშინ ისინი მიიჩნევენ, რომ არ ვართ ის სახლემწიფო, რომელიც ღირს მხარდასაჭერად”,- აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
იგი ურჩევს პრეზიდენტ სააკაშვილს გამოვიდეს რევოლუციის ეიფორიიდან და რეალურად დაიწყოს ზრუნვა სახელმწიფოს მშენებლობაზე. მისი აზრით, სააკაშვილი მუდმივად დროშების ფრიალისათვის არსებობს.
- ”რევოლუციით ტრაბახი სულაც არ არის კარგი, რადგან რევოლუცია იძულებითი ნაბიჯია, მაგრამ დღეს, როდესაც შენ უკვე მეორე ვადითა ხარ ხელისუფალი და კიდევ რევოლუციაზე ლაპარაკობ, ეს ძალიან არასერიოზულია. საქართველო ამ დროს ექცევა წარუმეტებელ ქვეყანათა რიგში, რომელიც მუდმივად ეძებს თავის მართლებას”, - მიაჩნია ზაქარეიშვილს
ესპერტი პოზიტიურად აფასებს იმას, რომ ქართულმა ჯარმა ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსულ რუსულ საოკუპაციუო ჯარებს წინააღმდეგობა არ გაუწია, რადგან მისი თქმით, რუსეთს არაფრად უღირს თავისი ჯარისკაცები, ჩახოცავდა მათ და თან ჩაიყოლებდა არა მარტო ქათულ ჯარს, ქართულ მოსახლეობასაც.
- ”იმაზეც ვიფიქროთ, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო, როდესაც სააკაშვილმა ჯარები გამოიყვანა ცხინვალიდან და თბილისთან განალაგა, ამით მან დარტყმის ქვეშ დააყენა მთელი ქალაქი. როგორც წესი, ომის დროს ჯარი ქალაქებიდან გაყავთ და არა პირიქით. დედაქალაქში ჯარის შემოყვანა ძალიან ვერაგულ გეგმას ჰგავს. შეიძლება ვიღაცას აწყობდა რუსეთს თბილისი დაებომბა, რათა შემდგომ ამით მსოფლიოს წინაშე თავი გაგვემართლებინა, რომ რა ვერაგია რუსეთი”. - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
მისი აზრით, აგვისტოს მოვლენების გამო ამერიკა სერიზულად არის განაწყენებული პრეზიდენტ სააკაშვილზე, რადგან მან აშშ-ს კავკასიაში მარავალმილიარდიანი პროექტები ჩაუგდო. მისივე ინფორმაციით, ნიუ-იორკში ვიზიტისას სააკაშვილს საკმაოდ ხანმოკლე და როგორც ჩანს არასასურველი საუბარი ქონდა თავის ამერიკელ კოლეგასთან, რადგან ეს ინფორმაცია ქართული ტელე-არხებით არ გავრცელებულა. ”სხვა შემთხვევაში კი სააკაშვილი - ბუშის შეხვედრა დღის თემა იქნებოდა”. - დასძენს ზაქარეიშვილი.
|