ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საქართველოში პატრულირებას ხვალიდან განახორციელებს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საფრანგეთის საელჩოდან აცნობეს.
მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი და დამკვირვებელთა ჯგუფი თბილისის რეგიონალური ოფისიდან, რომელიც ბაზალეთის დასასვენებელ ცენტრში მდებარეობს, 08:30 საათზე გაემგავრება და გორის შემდეგ ისინი, ზუგდიდში ჩავლენ.
მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ჰანსიორგ ჰაბერი, ევროკავშირის დამკვირვებელთა მიერ განხორციელებული პირველი პატრულირების შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სამოქალაქო და შეუიარაღებელ მისიას წარმოადგენს, რომელიც დაკომლექტებულია ევროკავშირის დამკვრივებლებისაგან და რომელთა მიზანია ხელი შეუწყონ საქართველოსა და რუსეთს შორის 12 აგვისტოსა და 8 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებების პრინციპების განხორციელებას.
|