რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ფორმირების ახალი პარამეტრები დაამტკიცა. ამ პარამეტრებს რუსული ჯარი 2020 წლისთვის უნდა აკმაყოფილებდეს.
“ბოლო მოვლენები გვავალდებულებს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება განვამტკიცოთ და ამ პროცესში პოტენციური საფრთხეების რეალური შეფასებით ვიხელმძღვანელოთ. სწორედ ამ მიდგომებს ემყარება შეიარაღებული ძალების საბრძოლო შემადგენლობის დაზუსტებული პარამეტრები, რომელიც 15 სექტემბერს დავამტკიცე”, - განაცხადა დღეს მედვედევმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პარამეტრები წარმოადგენს რუსეთის შეიარაღებული ძალების ახალ, თანამედროვე იერს და საბოლოოდ 2020 წლისთვის უნდა იქნას მიღწეული.
|