ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში მუშაობას ოფიციალურად ხვალიდან შეუდგება.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჰავიერ სოლანამ დღეს კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში ქართულ მხარესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა.
მისი თქმით, საქართველოში სადამკვირვებლო მისიის მუშაობა ხელს შეუწყობს როგორც რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას, ასევე რუსეთის ჯარების გაყვანას.
”საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა ჩვენთვის დიდი ვალდებულება და პატივია. ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს და ქართველი ხალხის სასარგებლოდ. ძალიან მნიშვენლოვანია ის გარემოება, რომ მონიტორინგის ყველა წარმომადგენელი საქართველოს მოსახლეობას შეხვდება. ევროკავშირის მოსახლეობა საქართველს მოსახლეობისგან არაფრით განსხვავდება. საქართველოსთან ჩვენ ძალიან სანდო და მეგობრული ურთიერთობები გვაქვს. ეს ურთიერთობები კი ხელს შეუწყობს იმ ფაქტორს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობას საქართველოს მოსახლეობასთან უფორ ღრმა და მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდეს, საბოლოო ჯამში ეს ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის შექმნას შეუწყობს ხელს”, - განაცხადა სოლანამ.
|