ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ევროპასთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით რუსეთთან კამათს არ აპირებს.
როგორც ლუკაშენკომ დღეს განაცხადა, “იგი დაინტერესებულია ევროპასთან ურთიერთობის განვითარებით, თუმცა ევროპის კავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესების სანაცვლოდ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას არ აპირებს”.
“ევროპისთვის დიდი შეცდომა იქნება, თუ იგი ურთიერთობის გაუმჯობესებას რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების სანაცვლოდ მოითხოვს. არა მგონია, რომ რუსეთსა და ბელორუსიას შორის ცუდი ურთიერთობა ევროპისთვის სასარგებლო იყოს, თვითონ ევროპასაც ხომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება აქვს განზრახული”, - განაცხადა ლუკაშენკომ.
|