შაბათი, 21.12.2024, 14:33
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » სექტემბერი » 30 » დავით ბაქრაძე -"ლავროვს შეუძლია ელოდოს"
დავით ბაქრაძე -"ლავროვს შეუძლია ელოდოს"
19:40

ლავროვს შეუძლია ელოდოს, როდის იტყვის უარს აშშ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის იმ განცხადების დაჯერებას არ აპირებს, რომლის თანახმადაც, აშშ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებს მხარს არ დაუჭერს. 

 

როგორც სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, აშშ მისი პარტნიორი ქვეყნისათვის ამგვარ მხარდაჭერაზე სწორედ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ომის დაწყების გამო იტყვის უარს. ლავროვის თქმით, ამის შესახებ ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების დაწყებამდე ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი აკეთებდა განცხადებას.

 

არ ვაპირებ დავიჯერო და კომენტარი გავუკეთო ასეთი ტიპის განცხადებებს. არ მგონია, რომ აშშ- ოდესმე სადმე გამოეხატოს პოზიცია იმაზე, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიისა და მის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, აშშ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე უარს იტყვის. ამ სახელმწიფოს ყველა რანგის თანამდებობის პირები სწორედ რუსეთის აგრესიის შემდეგ აცხადებდნენ მკაფიოდ და საჯაროდ, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება დღეს უფრო პრიორიტეტული ამოცანაა, ვიდრე ეს რუსეთის აგრესიამდე იყო“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ბაქრაძემ. 

 

მისივე თქმით, სერგეი ლავროვს შეუძლია ელოდოს, როდის იტყვის უარს  აშშ ნატო-ში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მხარდაჭერაზე. თუმცაღა, ეს ლოდინი ძალიან ხანგრძლივი იქნება.

Просмотров: 790 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz