აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა აფხაზური და ოსური კრიმინალური რეჟიმების ხელმძღვანელებს სერგეი ბაღაფშს და ედუარდ კოკოითს ვიზების გაცემაზე უარი უთხრა და შესაბამისად, ისინი ვერ მოახერხებენ ნიუ-იორკში ჩასვლას, სადაც 7-8 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება.
რუსული მხარე ცდილობდა, ბაღაფში და კოკოითი გაეროს უშიშროების სხდომაზე შეეყვანა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, რუსულმა მხარემ ტაქტიკა შეცვალა. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს უშიშროების სხდომის ჩატარება რომელიმე ევროპულ ქალაქში მოითხოვა.
15 ოქტომბერს საქართველოში გაეროს მისიას მანდატი ეწურება და უშიშროების საბჭომ მისი გაგრძელების საკითხი უნდა განიხილოს.
|