ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები ახალ ეროვნულ მოძრაობას იწყებენ.
ხვალ, 16:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები გაერთიანდებიან მოთხოვნით, “შეჩერდეს საქართველოს ნგრევა და არ მიეცეს მტერს მისი დაქუცმაცების უფლება”.
ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს ვეტერანთა კავშირი და ჭავჭავაძის საზოგადოება შეუერთდებიან.
ამასთანავე, მოძრაობის წევრები მოუწოდებენ სხვა გაერთიანებებს, შეუერთდნენ ეროვნულ მოძრაობას დღევანდელი სახელმწიფო რეჟიმის წინააღმდეგ.
|