დღეს თბილისში უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ხავიერ სოლანა ჩამოვიდა.
იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ერთ-ერთ აგარაკზე გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის შტაბ-ბინაა განთავსებული. სოლანა დამკვირვებლებს ბოლო ინსტრუქციებს პირადად მისცემს.
მოგვიანებით, სოლანა გორში გაემგზავრება და რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდება.
ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
|