ორშაბათი, 30.12.2024, 17:50
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » სექტემბერი » 2 » საქართველოს შსს-მ საქართველოში მყოფი რუსული ჯარების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა
საქართველოს შსს-მ საქართველოში მყოფი რუსული ჯარების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა
02:29
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საქართველოში მყოფი რუსული ჯარების ადგილმდებარეობის, პირადი შემადგენლობისა და სამხედრო აღჭურვილობის შესახებ მონაცემები.

მთლიანობაში საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულია 970 რუსი სამხედრო მოსამსახურე, 66 ჯავშანმანქანა, 7 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 2 ყუმბარმტყორცნი და სხვა სამხედრო აღჭურვილობები, მათ შორის სატვირთო მანქანები და კარვები.

"თითოეული ადგილმდებარეობა და რიცხობრივი რაოდენობა გადამოწმებულია ორჯერ,"- განაცხადა შსს-მ და ასევე არ გამორიცხა, რომ მის ხელთ არსებულ მონაცემებზე მეტი რაოდენობა იყოს წარმოდგენილი როგორც პირადი შემადგენლობის, ისე სამხედრო ტექნიკის კუთხით.

აღმოსავლეთ საქართველო

შსს-ის ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის შიდა ქართლში, სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე და თავად ცხინვალის რეგიონში 27 აგვისტოს მდგომარეობით რუსული ბლოკსაგუშაგოები შემდეგ ტერიტორიებზეა განთავსებული:
1. პერევი (საჩხერის რაიონი);
2. გოდორა (საჩხერის რაიონი);
3. მუგუთი (ზნაურის რაიონი);
4. ალი (ხაშურის რაიონი);
5. ფცა (ქარელის რაიონი);
6. ვარიანი (გორის რაიონი);
7. კარალეთი (გორის რაიონი);
8. შავშები (გორის რაიონი);
9. ერგნეთი (გორის რაიონი);
10. წიარა (ჯავის რაიონი).
თითოეულ ამ საგუშაგოზე დაახლოებით 60 რუსი სამხედრო და 4 ჯავშანმანქანაა მობილიზებული. ხდება ჯავშანმანქანებით გადაადგილება მიმდებარე ტერიტორიების და სოფლების "პატრულირების" მიზნით.
11. იკოთი (ახალგორის რაიონი) - სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის მძიმე ტექნიკა, 2 ყუმბარმტყორცნი და 100 რუსი ჯარისკაცი, გათხრილია ასევე სანგრები;
12. მეღვრეკისსა და ბროწლეთს შორის (გორის რაიონი) დაახლოებით 150 ჯავშანმანქანაა განთავსებული;
13. ოძისიდან (ახალგორის რაიონი) 1 კმ-ში ჩრდილოეთით - ერთი ჯავშანმანქანა და 15 რუსი ჯარისკაცი;
14. მოსაბრუნი (ახალგორის რაიონი) - ერთი ჯავშანმანქანა და 15 რუსი ჯარისკაცი;

დასავლეთ საქართველო

შსს-ს ინფორმაციით, რუსული ბლოკსაგუშაგოები 27 აგვისტოს მდგომარეობით განთავსებულია:

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში
1. სოფელი თეკლათი (სენაკთან ახლოს) - 5 ჯავშანმანქანა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, 40 რუსი ჯარისკაცი, გათხრილია სანგრები;
2. სოფელი პირველი მაისი (ხობის რაიონი) - 2 ჯავშანმანქანა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, 40 რუსი ჯარისკაცი, გათხრილია სანგრები;
3. ფოთში სოფლებს შუა ხორგას და ჭალადიდს (ხობის რაიონი) შორის, ყულევის ნავთობტერმინალთან - 4 ჯავშანმანქანა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, 30 რუსი ჯარისკაცი;
4. სოფელი მენჯი, რკინიგზიდან 10 მეტრში - 3 ჯავშანმანქანა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, 40 რუსი ჯარისკაცი;
5. სოფელი კანთისუბანი, წალენჯიხასა და ჩხოროწყუს შორის გზასთან - 3 ჯავშანმანქანა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, 30 რუსი ჯარისკაცი, გათხრილია სანგრები;
6. სოფლების ჭალეს და მუჟავას (წალენჯიხის რაიონი) შესასვლელების გზაჯვარედინზე - 3 ჯავშანმანქანა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, 20 რუსი ჯარისკაცი;
7. ქალაქ ჩხოროწყუში, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე - 3 ჯავშანმანქანა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, 40 რუსი ჯარისკაცი;
8. ნაბადას დასახლება, ფოთის შესასვლელში - 2 ჯავშანმანქანა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა, 30 რუსი ჯარისკაცი, გათხრილია სანგრები;

კოდორის ხეობა
9. გენწვისი;
10. ომარიშარა;
11. საკენი;
12. ჩხალთა;
13. ქვაფჩარა;
ხეობაში რუსული და აფხაზური ძალები არიან განლაგებული, თუმცა მათი ზუსტი ოდენობის დადგენა ვერ მოხერხდა.
ამასთან, რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა 22 აგვისტოს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ახალი ბლოკსაგუშაგოების გახსნეს შემდეგ ტერიტორიებზე:
14. ხუდონი;
15. ჯიკმური;
16. ოჩამჩირე;
17. გუფაგუ;
18. მეორე გუდავა;
19. ანაკლია;
20. მთა კვირა.

Просмотров: 837 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz