შაბათი, 21.12.2024, 15:20
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 2 » ევროკავშირმა რუსეთთან დაკავშირებით პაქტის მიღება გადადო
ევროკავშირმა რუსეთთან დაკავშირებით პაქტის მიღება გადადო
01:21

ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროსომ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ბრიუსელში საგანგებო სამიტზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება დაამტკიცეს, რომელიც რუსეტის ნაბიჯს გმობს აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით.
რუსეთი კი აფრთხილებს ყველას, რომ საქართველოს შემდგომი მხარდაჭერა ”ისტორიული” შეცდომა იქნება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოუწოდა, დაწესდეს ემბარგო საქართველოში იარაღის შეტანასთან დაკავშირებით მანამ, სანამ ახალი მთავრობა არ მოვა ქვეყნის ხელისუფლებაში.
ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჰავიერ სოლანამ განაცხადა, რომ მზად არიან საქართველოში გაგზავნონ 100 სამოქალაქო დამკვირვებელი, რომელიც გააკონტროლებს, რამდენად ასრულებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
სერიოზულად შეშფოთებული
ბრიუსელში შეკრებილი 27 ქვეყნის ლიდერს შორის მკვეთრი უთანხმოება წარმოიშვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპასუხათ რუსეთის ქმედებებზე.
”ევროკავშირი სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოში გაჩაღებული ღია კონფლიქტის გამო. რომელსაც შედეგად ძალადობა და გადამეტებული რეაქცია მოჰყვა რუსეთის მხრიდან,” - ნათქვამია დადგენილებაში.
”ევროკავშირი ასევე მოწოდებულია, რომ დაინიშნოს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და მისია, რომელიც დააკვირდება, თუ როგორ ასრულებს რუსეთი შეთანხმებას”.
მართალია, რუსეთის წინააღმდეგ საქნციების დაწესებაზე არ ყოფილა საუბარი, მაგრამ დასკვნაში მითითებულია, რომ რუსეთთან ურთიერთობებმა ” გზაჯვარედინს მიაღწია” და ევროკავშირი აფრთხილებს, რომ  ”ყურადღებას არ მოადუნებს”.
”ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის, არ აღმოჩნდეს ევროპისგან იზოლირებული. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი პასუხისმგებლობით მოიქცევა და პატივს სცემს აღებულ ვალდებულებებს,” -ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ძლიერი გზავნილი იყო საქართველოსთვის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარებასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე დაპირება.
სამიტის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ევროკავშირს გადადოს მოლაპარაკებები რუსეთთან პატრნიორული ურთიერთობების შესახებ.
მაგრამ საფრანგეთმა, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარეა და რომელიც შუამავალია რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებებში, განაცხადა, რომ ევროპას არ სურს ”ახალი ცივი ომი”.
”რუსეთისკენ თითის გაშვერით ჩვენ მის იზოლაციას ვახდენთ და ვაგრძელებთ მის შეზღუდვას,” - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა. ”ეს ის გზა არ არის, რაც საფრანგეთმა აიჩია. ეს ის გზა არ არის, რაც ევროკავშირმა აირჩია. და სიტყვა ”სანქცია” არ დგას დღის წესრიგში.”.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირმა არ უნდა გაწყვიტოს დიალოგი მოსკოვთან, პირიქით ”ილაპარაკოს გარკვევით”.
მოსკოვში კი საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის განცხადებით, რუსეთი მსოფლიო სცენაზე დაბრუნდა, როგორც პასუხისმგებელი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია თავისი მოქლაქეების დაცვა.
ლავროვის კომენტარს პრეზიდენტ მედვედევის მიერ რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრინციპების გახმოვანება მოჰყვა.
რუსეთი აღარ მოითმენს სიტუაციას, სადაც მხოლოდ ერთი ქვეყანა არის გლობალური დომინანტი. მან ასევე ნათლად განაცხადა, რომ დედამიწაზე მრავალი ისეთი ადგილია, სადაც რუსეთს პრივილეგირებული ინტერესები აქვს.

Просмотров: 874 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz