Главная » 2008»სექტემბერი»2 » მიხეილ სააკაშვილი: "საქართველო საკუთარ კონფლიქტებს ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოაგვარებს"
მიხეილ სააკაშვილი: "საქართველო საკუთარ კონფლიქტებს ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოაგვარებს"
01:36
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "საქართველო საკუთარ კონფლიქტებს საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით მოაგვარებს". "აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით და მსოფლიოს თანადგომით მოვაგვარებთ", - განაცხადა დღეს სატელევიზიო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ "ქართველი ხალხი ყველა სიძნელეს ძალიან მალე გადალახავს და შექმნილი ვითარებიდან გაძლიერებული გამოვა". "დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან ბედნიერი ცხოვრება გვექნება", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.