შაბათი, 27.04.2024, 05:10
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 2 » საქართველოში აღმართული "ბერლინის კედელი" _ რუსეთის მორიგი დამარცხება
საქართველოში აღმართული "ბერლინის კედელი" _ რუსეთის მორიგი დამარცხება
02:29
უკვე მეორედ საქართველომ რუსეთის ეკონომიკური ბლოკადა მოითხოვა. პირველად ეროვნული მოძრაობის დროს, როცა საქართველოში, ის ლიდერები ვისაც ქვეყნის საჭის დაჭერის პრეტენზია ჰქონდათ, ღრმად იყვნენ დარწმუნებულნი რომ კრემლს ბოლოს მოუღებდნენ თუკი საქართველო საბჭოთა რუსეთს ეკონომიკურ ბლოკადას გამოუცხადებდა და საბჭოთა ბაზარს ბორჯომისა და ციტრუსის გარეშე დატოვებდა. საინტერესოა, რომ მაშინ თითქმის ყველა (ეროვნულ მოძრაობაში ჩაბმული) ეკონომისტი ამ აზრს იზიარებდა. "გადავკეტოთ სამტრედია და დავაჩოქოთ კრემლი~ - ასეთი იყო ზვიად გამსახურდიას დევიზი.

ახლა საქართველო რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას მსოფლიო საზოგადოებას სთხოვს. თბილისმა ასეთი მოთხოვნა მას შემდეგ წამოაყენა, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინავალის დამოუკიდებლობა აღიარა. თუმცა, დასავლეთი მზად არის სიტყვიერად დაგმოს მოსკოვის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, მაგრამ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას როგორც ჩანს, არ ჩქარობს (თუ საერთოდ აპირებს). დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა: იზოლაცია არ გამოდგება, რუსეთი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიო ეკონომიკაშიო. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის უკან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბრობდა. ორშაბათს სწორედ ამაზე უნდა ემსჯელა ევროკავშირს. თუმცა, მოგვიანებით სამინისტრომ დააზუსტა, რომ პირადად საფრანგეთი არ იქნება სანქციების დაწესების ინიციატორი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი თავის მხრივ დარწმუნებულია რომ სანქციებზე საუბარი არ იქნება: ამ თემაზე საუაბრიც კი არ გამიგია - განაცხადა მან.

ასე რომ, ევროკავშირისგან განსაკუთრებულს არაფერს არ უნდა ველოდეთ. აქცენტები საქართველოს დახმარებაზე უფრო გაკეთდება ვიდრე რუსეთის დასჯაზე.

ევროკავშირის სხდომისთვის კი როგორც რუსეთი, ისე დასავლეთი სერიოზულად ემზადებოდნენ, ერთი და იმავე დღეს დასავლეთში დიდი შვიდეული შეიკრიბა და აღმოსაველთში - შანჰაის სამიტი. დასავლეთმა დაგმო რუსეთის ქმედებები ცხინვალსა და აფხაზეთში. თუმცა, როგორც ექსპერტები მიანიშნებენ ლექსიკიდან ამოიღო ისეთი სიტყვები როგორიც არის `აგრესორი~ და `ანექსია~. შანჰაის სამიტზე კი რუსეთი არ დაუგმიათ, თუმცა, მხარიც არ დაუჭირეს. რუსულ მედიასაც კი გაუჭირდა საპირისპირო ემტკიცებინა. ჩინეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საკმაოდ პრინციპული იყო. საზღვრების გადახედვა დღეს არავის აწყობს. ჩინეთს ტაივანის გამო.

სხვათა შორის, თავის დროზე, როცა ტაივანის ოფიციალური პირები თბილისში ბიზნესმენების სტატუსით ჩამოდიოდნენ, პეკინი თბილისს მათ მიღებაზე უარის თქმას თხოვდა, საპასუხოდ კი საქართველოში ინვესტიციების ჩადებას პირდებოდა. ამდენად მტკივნეული და პრინციპულია ჩინეთისთვის ეს თემა. ასე რომ, ასეთ საკითხებში პეკინი, ისევე როგორც შუა აზია, პუტინის პარტნიორი ვერ გახდება.

ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ვერ განხორცილდება, ის მართლაც ერთ-ერთი მსხვილი ეკონომიკური პარტნიორია. ბევრ წილად ეგრეთ წოდებული ბებერი ევროპისთვის. რუსეთიდან ისინი გაზისა და ნავთობის 40 პროცენტს ივსებენ. თუმცა, უკვე გაკეთდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით რომ დასავლეთი არ უნდა დარჩეს ასეთი არასტაბილური და არაცივილური პარტნიორის იმედად. საკუთარი საეჭვო რეპუტაცია მოსკოვმა ჯერ კიდევ ორი წლის უკან დაამტკიცა, როცა უკრაინას (ჭკუისასწავლებლად) გაზი გადაუკეტა. მაშინ ევროპა პირველად და რეალურად დადგა კატასტროფის წინაშე.

რაც შეეხება პოლიტიკურ სანქციებს, რუსეთმა აქ დასავლეთს თავად დაასწრო: ნატოსთან თანამშრომლობა გაურკვეველი ვადით გადადო, ჩვიდმეტწლიანი ბრძოლის შემდეგ კი განაცხადა, რომ ის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გარეშეც მშვენივრად გრძნობს თავს. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის შეჩერებაა. საკითხი ამ მიმართულებით დაისმება, თუმცა, როგორი იქნება სტრასბურგის გადაწყვეტიელბა, ჯერ ძნელი სათქმელია.

ძნელი სათქმელია თუნდაც რუსული ავანტიურის გამო. პუტინმა რამდენიმე დღის წინ დასავლეთი ორაზროვნად გააფრთხილა: სჯობს მომავლისკენ გაიხედოთ და ურთიერთობები დაალაგოთო. ეს ფრაზა ერთი შეხედვით უწყინარია, თუმცა, ნამდვილად შეიცავს მუქარას. ამ ფრაზის პარალელურად უკრაინაში სამხედრო საწყობები ააფეთქეს, მოსკოვი ატომის გამოყენებით დაიმუქრა. დასავლეთში კი ფრთიანი ფრაზა გაჩნდა: ცივი ომის უკვე არა გვეშინია, ცხელი ომი გვაშინებსო.

_ და ნუ გვაშინებთ, საერთოდაც არ გვეშინია - ეს განცხადება პუტინმა დიდი შვიდეულის მხრიდან რუსეთის კრიტიკის პასუხად გააკეთა.

თუმცა, რუსეთის ოლიგარქებს უკვე შეკითხვები გაუჩნდათ. მათთვის ფინანსებია მთავარია, კრემლმა კი ამ დღეებში ასობით მილიარდი დაკარგა. ერთ-ერთი ოფიციალური მონაცემებით, საუბარია 400 მილიარდზე. ერთ-ერთი ინფორმაციით, რუსეთის ეგრეთ წოდებულ პოლიტკურ ელიტასა და ოლიგარქებს შორის "გარჩევები~ უკვე დაიწყო. შესაძლოა, ეს ის პირველი სიგნალიც იყოს, რასაც რუსეთის კი არა რუსული იმპერიალისტური მენტალიტეტის დასუსტება-დაშლა უნდა მოყვეს. თავის დროზე ხომ მითი საბჭოთა კავშირის შესახებ ბევრწილად საბჭოთა ეკონომიკამ დაამსხვრია.

მაშინ ცივი ომის საზღვარი შუა ევროპაში გადიოდა. ორად (კაპიტალისტურ და საბჭოთა) გაყოფილი გერმანია კი დიდი უსამართლობისა და სისასტიკის სიმბოლო იყო. ევროპას არ უომია, ის თავის დროს დაელოდა და "ბერლინის კედელი~ დაანგრია, სხვათა შორის, რუსეთის ხელით...

მაგრამ ცივი ომის საზღვრებმა აღმოსავლეთ ევროპისკენ გადმოიწია. პირადად ჩემთვის დღეს რუსეთმა ასეთი უხილავი კედელი საქართველოში აღმართა. და რუსეთის ხელის გარეშე ვერც ამ კედლის დაშლა მოხერხდება. ალბათ, კარგი იქნება თუ ჩვენ სიმბოლურად მაინც აღვმართავთ საქართველში "ბერლინის კედელს", როგორც რუსეთის აგრესიისა და ანექსიის სიმბოლოს. აღვმართავთ და შემდეგ ყველა ტურისტს და ოფიციალურ პირს ვაჩვენებთ... ამ უხილავი კედლის დანგრევის დროც მოვა.

P.S. ასე რომ, თუკი ორშაბათს ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სერიოზულ სანქციებს ვერ დააწესებს, ეს სულაც არ იქნება კრემლის გამარჯვება. მათი მარცხი გახდება ის დახმარება, რომელსაც საქართველო დასავლეთისგან მიიღებს.

Просмотров: 953 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz