Главная » 2008»სექტემბერი»11 » ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, "ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს იარაღით არ ამარაგებს". "კიდევ ერთხელ მი
ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, "ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს იარაღით არ ამარაგებს". "კიდევ ერთხელ მი
19:15
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი უკვე მეორე დღეა, ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ მედვედევი რუსეთის ეკომონიკის დღევანდელ რთულ სიტუაციას აღიარებს, რუსეთის ბაზარზე მდგომარეობას "სრულიად ნორმალურად" აფასებს და ამტკიცებს, რომ "რუსეთს საკმარისი ეკონომიკური რესურსები გააჩნია, რომელიც ნებისმიერ გამოცდას გაუძლებს". ამავდროულად, დღეს მოსკოვში საერთაშორისო ფინანსური ცენტრის შექმნის საკითხთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე მედვედევმა აღნიშნა, რომ "რუსეთის ხელისუფლებამ და ცენტრალურმა ბანკმა ფინანსურ ბაზარზე დამატებითი სახსრების მოზიდვისათვის აუცილებელი ზომები უნდა მიიღონ". ამასთან, მან ბოლო პერიოდში "ქვეყნიდან ფულის მხოლოდ გადინებაზეც" გაამახვილა ყურადღება. "აგვისტოში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა დააფიქსირა კაპიტალის სუფთა გადინება 4,6 მლრდ დოლარის ოდენობით. იგივე მონაცემებს ველოდებით სექტემბერშიც", - განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ "მიუხედავად ამისა, რუსეთი ინვესტორებისათვის მიმზიდველ ქვეყნად რჩება". "არსებითად გაიზარდა საფონდო ბაზარი და რუსეთის სუვერენული რეიტინგი, გამყარდა საბანკო სისტემა, ეკონომიკის სექტორებმა ახალი ინვეტიციები მიიღეს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. რაც შეეხება საერთაშორისო ფინანსური ცენტრის საკითხს, მედვედევის თქმით, ის შეიძლება, მოსკოვში უახლოეს წლებში შეიქმნას. მედვედევის შეფასებით, "არსებული ცენტრები დასმულ ამოცანებთან გამკლავებას ყოველთვის ვერ ახერხებენ და ექმნებათ ისეთი პრობლემები, როგორიცაა მაგალითად, ინფლაციის ზრდა და ფულის განაღდება". "ამოცანები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას, კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს - მხოლოდ ასეთი მიდგომაა საჭირო, რათა რუსეთში უახლოეს წლებში სრულფორმატიანი ფინანსური ცენტრი შეიქმნას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოსკოვის ფინანსურმა ცენტრმა უმსხვილესი საერთაშორისო ფინანსური ცენტრების გვერდით ღირსეული ადგილი დაიკავოს", - განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ "ეს ცენტრი მომავალში შესაძლოა, გახდეს მსხვილი და უნივერსალური მოედანი რეგიონში".