საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მოჯთაბა დამირჩილუს შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.
ელჩის თხოვნით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის, ქვეყნის ტერიტორიის ანექსიისა და ეთნიკური წმენდის შესახებ.
|