Главная » 2008»სექტემბერი»11 » ეკა ტყეშელაშვილი: "საერთო ჯამში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე განლაგდება
ეკა ტყეშელაშვილი: "საერთო ჯამში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე განლაგდება
19:16
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, "საერთო ჯამში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე განლაგდება". როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის პირველი ეტაპი მონიტორების კონფლიქტის რეგიონებს გარეთ განლაგებას ითვალისწინებს, საბოლოო ჯამში კი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოს ყველა იმ ტერიტორიაზე უნდა განლაგდეს, სადაც კი ამის საჭიროება იქნება". ამასთან, საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით გაფორმებული დოკუმენტის პუნქტების შესრულების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ "აუცილებელია იმ პუნქტების შესრულება, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების 1 ოქტომბრამდე გაყვანას ითვალისწინებს".