პარასკები, 26.04.2024, 18:33
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 11 » რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედროების გაორმაგებას აპირებს
რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედროების გაორმაგებას აპირებს
14:31
როგორც სამშაბათს კრემლში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რუსეთი განუსაზღვრელი დროით გეგმავს ორჯერ მეტად გაზარდოს სამხედროების რაოდენობა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში. ერთი დღით ადრე კი პრეზიდენტი მედვედევი, საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გამოყვანას დათანხმდა.

სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები სეპარატისტულ რეგიონებში დიდი ხნით დარჩებიან. ”ამ პერიოდში ეს აბსოლუტურად აუცილებელია, რათა არ დავუშვათ აგრესიული ქმედებების რეციდივები”. მისგან დამოუკიდებლად, თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა შეხვედრაზე მედვედევს აუწყა, რომ ”აფხაზეთი და ოსეთი დათანხმდნენ, განათავსონ თავიანთ ტერიტორიებზე ბაზები, სადაც თითოეულზე 3.8 ათასი რუსი სამხედრო იქნება განლაგებული.

აგვისტოს ომის დაწყებამდე, ”სამხრეთ ოსეთში” მხოლოდ 1’000-მდე რუსი სამშვიდობო იმყოფებოდა, ხოლო აფხაზეთში - 2’500.

სამშაბათს გაკეთებული განცხადებით უფრო ნათელი და დადასტურებული გახდა კრემლის გეგმები. შერჩეული დრო - სარკოზისთან მოლაპარაკების დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ - ხაზს უსვამს უპირობო მხარდაჭერას, რომელსაც რუსეთი, მიუხედავად დასავლეთის თავშეკავებისა, ორი გამოყოფილი რეგიონის მიმართ გამოხატავს.

- ”ვიმედოვნებ, რომ ეს, როგორც მინიმუმ, ქართულ სამხედრო რეჟიმს სულელური ქმედებების ჩადენისგან შეაჩერებს,” - განუცხადა მედვედევმა თავდაცვის მინისტრს.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლომაია თვლის, რომ გაკეთებული განცხადება ”სრულიად ეწინააღმდეგება ” სამშვიდობო ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც ბოლო მოუღო საომარ მოქმედებებს.

რუსეთის მხარის განცხადებით, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს უფრო მეტი უფლება აქვთ, იყვნენ დამოუკიდებლები, ვიდრე - კოსოვოს.

დასავლეთის მთავრობები ცალსახად აკრიტიკებენ რუსეთს საქართველოს საზღვრების შეცვლის მცდელობის გამო.

სამშაბათს ვაშინგტონში ამერიკელმა კონგრესმენებმა ბუშის ადმინისტრაციისგან სცადეს პასუხის მიღება კითხვაზე, შეძლებს თუ არა აშშ რეალური სანქციების გატარებას რუსეთის წინააღმდეგ.

- ”ზემოქმედების რა ისეთ ბერკეტებს ვფლობთ, რომლებიც მათთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია?” - იკითხა სენატის შეიარაღებული ძალების კომისიის მოსმენაზე ევან ბეიჰმა (დემოკრატი ინდიანას შტატიდან) - ვფიქრობ, რომ უბრალო სიტყვიერი გაკიცხვა და დიპლომატიური იზოლაცია შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს”.

სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში, დენიელ ფრიდი დაეთანხმა: ”თქვენ მართალი ბრძანდებით, რომ კომუნიკეები… არ არის საკმარისი გაკვეთილი.”

ამასთანავე მან აღნიშნა, რომ ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულების და ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის გამო, რუსეთი ”არ იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომ მსოფლიოსთან საომარ ურთიერთობებში იყოს”.

სენატორები მსჯელობდნენ შესაძლებლობაზე, დააინტერესონ ისეთი საერთაშორისო ჯგუფები, როგორიცაა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და ”დიდი შვიდიანი”, რომ გააძლიერონ ზეწოლა რუსულ საფინანასო ბაზრებსა და ქვეყანაში უცხოურ ინვესტიციებზე. ”

სამშაბათს, ნიუ-იორკში რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც ქვეყნებს უკრძალავს საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას და ქართული არმიის წვრთნების განხორციელებას. ნაკლებსავარაუდოა, რომ უშიშროების საბჭო, სადაც 15 ქვეყანა შედის, ამ რეზოლუციას მიიღებს - აშშ ვეტოს დაადებს. ამ ნაბიჯით რუსეთმა ხაზი გაუსვა, რომ ეწინააღმდეგება აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას

რუსეთის წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი ოსეთის და აფხაზეთის დიპლომატიური პოზიციების განმტკიცებას შეეცადა, როცა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფხაზეთის და ოსეთის რესპუბლიკების ლიდერებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა საბჭოს სხდომის მომავალ განხილვებში, რომელიც გაეროს როლს ეხება რეგიონში.

Просмотров: 756 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz