ვენესულეის პრეზიდენტი უგო ჩავესი ერთ-ერთი რუსული ბომბდამშენის -ტუ-160-ის შტურვალთან დაჯდომას აპირებს.
ვაპირებ ერთ-ერთი ამ მანქანის მართვას,- განაცხადა ჩავესმა და დასძინა, რომ შესაბამისი სწავლება უკვე გაიარა.
რუსული ბომდამშენები ვენესუელაში, ლიბერტადორის სამხედრო აეროდრომზე წუხელ დაეშვნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ე.წ. სტრატეგები ნეიტრალურ წყლებში სხვადასხვა მანევრებსა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
მანევრებში ოთხი რუსული გემი და პირადი შემადგენლობის 1 000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, ვენესუელის მხრიდან კი მასში გემები და საბრძოლო თვითმფრინავები ჩაერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ვენესუელის წყლებში სამხედრო წვრთნების ჩატარების გადაწყვეტილება აშშ-ის მხრიდან საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული ხომალდების შეყვანის საპასუხოდ მიიღო.
|