საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა ჟვანია დღეს პოლონეთში გაემგზავრება, სადაც ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
დებუტატის განცხადებით, ორდღიანი კონფერენცია ევროპაში ქრისტიანობის როლს ეხება.
მისივე თქმით, კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის წევრები, პოლონეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრიც.
კონფერენცია სამნაწილიანია, ერთი ნაწილი მთლიანად საქართველოს დაეთმობა
|